Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი ქავთარაძე: მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისევე, როგორც საქართველოს მომავალი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქავთარაძის სტატია “საქართველო ყურადღების ცენტრში: პრეზიდენტი სააკაშვილი”, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის”(IDU) მიერ გამოქვეყნდა.
თითქმის 20 წლის წინ ქართველმა ხალხმა დაწერა ისტორია, როდესაც მშვიდობიანი პროტესტით წინ აღუდგა კორუმპირებულ, არაეფექტურ და არასტაბილურ სისტემას. ის, რაც ცნობილი გახდა, როგორც ვარდების რევოლუცია, იქცა მსოფლიო ფენომენად, მაგალითად იმისა, რომ როდესაც ერი გაერთიანებულია, მას შეუძლია დაამსხვრიოს თავისი წარსულის ბორკილები და ააშენოს უკეთესი მომავალი. ვარდების რევოლუციის სათავეში მიხეილ სააკაშვილი იდგა.
2003 წ. სააკაშვილი ახალგაზრდა, ქარიზმატული ფიგურა იყო. მისმა ენთუზიაზმმა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებისადმი ასობით ათასი ადამიანი შთააგონა. ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ის საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს ხმების თითქმის 97%-ით, თითქმის ერთსულოვანი მანდატით პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ცვლილებების მოსატანად.
მისი ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში მოხდა საქართველოს ფუნდამენტური ტრანსფორმაცია წარუმატებელი ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან რეფორმატორად. საერთაშორისო საზოგადოებამ, მსოფლიო ბანკიდან გაერომდე, აღიარა კორუფციის დამარცხება, ორგანიზებული დანაშაულის დასრულება, ქრთამისაგან თავისუფალი პოლიციის შექმნა და საქართველოს საოცარი ეკონომიკური ზრდა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მემკვიდრეობა იყო საქართველოს, როგორც ევროპული ერის დამკვიდრება. მიხეილ სააკაშვილმა საფუძველი ჩაუყარა გზას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ, რომელიც მას შემდეგ ხელოვნურად გაიწელა. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო ჯერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, შემდეგ კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილი გახდა. მისმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებითა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით დასრულდა. ასევე, საქართველო გახდა ნატოს, ევროპისა და შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში.
სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინმა დაინახა იგი მტრად და შეიჭრა საქართველოში 2008 წელს. ხუთდღიანი ომი პუტინისთვის დამამცირებლად დამთავრდა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მთელი მისი სამხედრო ძალა არ იყო საკმარისი საქართველოს ევროპული ორიენტაციის შესაცვლელად. სწორედ ამიტომ, 15 წლის განმავლობაში, ის პირობას დებს, რომ მოიშორებს თავის “ნომერ პირველ მტერს”.
მიხეილ სააკაშვილი უკვე წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოში ციხეშია. დაპატიმრებულია ხელისუფლების მიერ, რომელიც მოწადინებულია, რომ ქვეყანა ჩამოშორდეს ევროპულ გზას. ჩვენ ეს დავინახეთ, როდესაც საქართველომ უარი თქვა უკრაინის გვერდით დგომაზე რუსეთის ძალადობრივი შეჭრის შემდეგ; როდესაც საქართველოს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაშინ როდესაც ევროპულმა საბჭომ სტატუსი მიანიჭა მოლდოვასა და უკრაინას გასულ ივნისში; როდესაც მთავრობა ცდილობდა სასწრაფოდ მიეღო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რაც დასავლეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მუშაობის კრიმინალიზაციას მოახდენდა; და როდესაც მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა ყოველდღიურ რეალობად აქცია.
ამასობაში სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ციხეში მისი წონა 120 კგ-დან 60 კგ-მდე დაეცა. მას აწუხებს მთელი რიგი დაავადებებისა, რაც მისი ორგანოების შეუქცევადი ზიანის რისკის შემცველია. მთავრობის ხელმძღვანელები, დეპუტატებიდან პრემიერ-მინისტრამდე, მსუბუქად საუბრობენ მის გარდაცვალებაზე. ზამთარში საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტებმა მის ორგანიზმში დარიშხანისა და ვერცხლისწყლის კვალი აღმოაჩინეს, რაც მის სავარაუდო მოწამვლაზე მიუთითებს. ევროკავშირმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი მის საზღვარგარეთ უსაფრთხო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას. ევროპარლამენტმა ამაში მონაწილე პირების დასანქცირება მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, ისევე, როგორც საქართველოს მომავალი. ახლა ორივე გზაჯვარედინზეა. ყველა ძალა, რომელსაც სწამს მსოფლიოში დემოკრატიის, ვალდებულია იყოს ყურადღებით. მისი გადარჩენა აუცილებელია, რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ მას არ ხელეწიფება გავლენა იქონიოს ევროპულ დემოკრატიებზე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В отпуск с новеньким смартфоном — «Летний марафон выгод» стартовал в билайне

Поезд Москва — Чита задержался на час из-за поломки

Тимура Иванова уводили с должности замминистра обороны из-за утраты доверия

Деревья-убийцы, смерчи и опасные биотуалеты: Пять самых опасных моментов небывалого мегаурагана в Москве

Музыкальные новости

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.

Более 500 спортсменов поучаствовали в фестивале «Спорт для всех» в Мытищах

В рейтинге развития Тамбовская область за 2023 год опустилась на три места

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

Новости России

В отпуск с новеньким смартфоном — «Летний марафон выгод» стартовал в билайне

За эмоциями: полмиллиона иностранцев посетили Москву за первый квартал 2024 года

Поезд Москва — Чита задержался на час из-за поломки

FT: РФ усиливает влияние в странах глобального Юга благодаря мирному атому

Экология в России и мире

Tod's, коллекция menswear весна-лето 2025

Культурное лето с Dhawa Ihuru

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

Крупный российский туроператор начал продажи туров в Таиланд со скидками 15%

Спорт в России и мире

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС

Рублёв и еще два российских теннисиста не сыграют на Олимпиаде в Париже

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024

Теннисисты Медведев и Рублев сохранили позиции в рейтинге ATP

Moscow.media

Mishel Dar и его главный хит лета: «Лети»

ТСМ реконструирует участок трассы М-1 «Беларусь»

Приморье. Взгляд.

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *