Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს.

ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადებას ავრცელებენ.

ამასთან, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.

„3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვეხმიანებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს. თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 2022 წლის 16 მაისს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მივიჩნევთ, რომ ნიკა გვარამიას მიმართ არსებული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს კრიტიკული ხმის ჩახშობას. ნიკა გვარამიას მიმართ წარმოებული საქმე მთლიანობაში ძირს უთხრის მის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობას, ატარებს მსუსხავ ეფექტს გამოხატვის თავისუფლების მიმართ და ქმნის თავისუფალი სივრცის შევიწროების იმგვარ პრეცედენტს, რომელსაც გავლენა აქვს სახელმწიფოში პლურალისტური მედია გარემოს არსებობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გამოტანილია კანონიერების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით და დასტურდება პოლიტიკური მოტივის/მდგენელის უპირატესობა.ხელმომწერი ორგანიზაციები ვიზიარებთ ამ შეფასებას. საქმის მონიტორინგიდან გამომდინარე, დგინდება, რომ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ. გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ, რომლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი კითხვები.პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს.საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე არსებულ კითხვებს, რაც ბრალის წარდგენის, სასამართლო განხილვის, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სტანდარტებთან და მოსამართლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან მიმართებით არსებობდა, სასამართლო არც განაჩენში პასუხობს, რის გამოც განაჩენი დაუსაბუთებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთანავე, სასამართლო სხდომის დარბაზში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულება არ ქმნიდა საფუძველს, ქმედებაში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირებისთვის.

სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ნიკა გვარამია კვლავ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში.

ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საკასაციო წესით. მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ვადა თითქმის იწურება, ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივრის განხილვა არათუ არ დაწყებულა, სასამართლოს შემადგენლობაც კი არ არის განსაზღვრული.

ხაზგასასმელია, რომ ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, მე-7 რეკომენდაციას პირდაპირ უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია. ამ კუთხით, რეკომენდაცია მოითხოვს „უფრო ძლიერი ძალისხმევა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე.“

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურიც მედიის მფლობელების მიმართ აღძრულ სისხლის სამართალწარმოების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ნაბიჯია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად. ამასთანავე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დაფუძნდა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. გვარამიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავდნენ/მიმართავენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი და მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველმაც მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით. დღეის მდგომარეობით, ნიკა გვარამია კვლავ პატიმრობაში რჩება.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს.[17] აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლის გაცხადებულ მიზანს.

ამასთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აქცევს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ

– საქართველოს უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე;

– საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მიმართ ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, და საქმეზე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის შეფასებების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომლის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“

„მედიის ინსტიტუტი“

“ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო“

„საქართველოს სასამართლოს გუშაგი“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

“დემოკრატიის მცველები“

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)

“ასოციაცია მწვანე ალტერნატივა“

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

დემოკრატიის ინდექსი – საქართველო (DIG)

“საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

“უფლებები საქართველო“

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

“საფარი “

სამოქალაქო იდეა (Civic IDEA)

“სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“

არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეოგენი”

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“

“იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი“

საინფორმაციო სააგენტო FirstNews.ge

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ქალთა ასოციაცია “გვირილა”

“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი – GARB

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი – JRC

“მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”

მედიაობმუდსმენი

ღია სივრცე კავკასია (COS)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

,,კანონის უზენაესობის ცენტრი“

“თბილისი პრაიდი“

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Горожане выберут лучшие площадки проекта «Лето в Москве»

Полпреда президента в ПФО наградили Орденом Благоверного князя Даниила Московского II степени

Тамбовский губернатор Егоров объявил о режиме ЧС в Кирсанове после взрыва

В болгарском Пловдиве появились баннеры с лозунгом «Россия — наш друг»

Музыкальные новости

«В юности у меня были зубы, как у зайца, а потом я их съел». Митя Фомин в Comedy Club на ТНТ рассказал, зачем артисты меняют зубы

Кабинет Артиста в Яндекс. Кабинет Артиста в Яндекс Музыке. Личный кабинет Артиста в Яндекс Музыке.

Собянин рассказал о самых популярных бесплатных экскурсиях в Москве

"Спартак" ищет Зиньковскому новую команду и готов отпустить игрока зимой

Новости России

«За знания и труд». Севастопольские стобалльники и их учителя получат денежные выплаты

В Невском районе отменили празднование Хэллоуина из-за COVID-19

Горожане выберут лучшие площадки проекта «Лето в Москве»

«Спартак» готов продать Зиньковского: оценка игрока — 3 миллиона евро

Экология в России и мире

Like FM поддерживает премию ЖАРА MEDIA AWARDS 2024

Лечение мужского бесплодия: новые возможности и подходы

Врачи из Арзамаса удалили гигантский камень из мочевого пузыря: находка может войти в книгу рекордов

8 мифов о наших телах, которые уже развенчаны

Спорт в России и мире

Спортивный врач назвал причину возможной ампутации яичка Рублева

Касаткина прошла в четвертьфинал турнира в Нинбо

Андрей Рублёв о медицинской драме: операция спасла от ампутации

«Размером с грейпфрут»: теннисистке Серене Уильямс удалили гигантскую опухоль

Moscow.media

ТСД промышленного класса Saotron RT-Т510

Новые Baic X55 появились в автопарке BelkaCar

ТСД SAOTRON RT41 GUN: практичный, производительный, надёжный

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *