Euractiv: რომის პაპი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა
რომის პაპი ფრანცისკე 3 მაისს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა, – ამის შესახებ გამოცემა Euractiv-ი იუწყება.
მედიის ცნობით, პაპი მიტროპოლიტ ანტონის შეხვდა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში პატრიარქ კირილის შემდეგ „მეორე კაცია“. გარდა ამისა, ანტონი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს ღიად უჭერს.
მანამდე რომის პაპმა განაცხადა, რომ ვატიკანი უკრაინაში „ფარულ სამშვიდობო მისიაში“ მონაწილეობდა.
მიტროპოლიტ ანტონთან შეხვედრამდე, 2 მაისს ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისა და საუბრის სურვილი გამოთქვა.