ამ ზოდიაქოს ნიშნებთან ურთიერთობა ძალიან რთულია
როგორც დამოუკიდებელი, მებრძოლი და ლიდერი ზოდიაქოს ნიშანი, იგი ადამიანებისგან ზედმეტად ბევრს მოითხოვს. ვერძი ზოგჯერ ვერ აცნობიერებს, რომ სხვებს მიზნების მისაღწევად იყენებს. მისი სიფიცხის და ფეთქებადი ხასიათის გამო, ძალიან რთულია მასთან ურთიერთობა, იქნება ეს საქმიანი, მეგობრული თუ სასიყვარულო.
თხის რქა პერფექციონისტი, პრაგმატული და საკუთარ თავზე ორიენტირებული ნიშანია, ამიტომ მასთან ურთიერთობა ძალიან კომპლექსურია. იგი ზემდეტად მაღალ სტანდარტებს უწესებს სხვა ადამიანებს, რის გამოც ისინი დაძაბულები და დათრგუნულები ხდებიან.
კირჩხიბი ძალიან მოსიყვარულე, მზრუნველი და ემპათიური ნიშანია, მაგრამ მას ხშირად აქვს ემოციური კრიზისი, რაც რთულად გადასატანია როგორც მისთვის, ისე მის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. იგი ზედმეტად აძლევს ემოციებს და გრძნობებს მასზე გავლენის მოხდენის უფლებას, ამიტომ უჭირს რეალობის დანახვა.
წყარო: Best Life ფოტო: iStock / FluxFactory