თემურ მაისურაძე: რუსეთი ოკუპანტი არ არის, რა თქმა, უნდა არ არის!
რუსეთი ოკუპანტი არ არის, რა თქმა, უნდა არ არის!- ასე უპასუხა ყოფილმა პარლამენტარმა თემურ მაისურაძემ თბილისის აეროპორტში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას – არის, თუ არა რუსეთი ოკუპანტი?
თემურ მაისურაძე, რომელიც მოსკოვი-თბილისის რეისს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩამოჰყვა, ამბობს, რომ „საქართველოს ინტერესების მტერია ის, ვინც რუსეთს ოკუპანტს უწოდებს“.
„ტერიტორიული მთლიანობა აღდგება რუსეთთან მეგობრობასთან ერთად”, – განაცხადა თემურ მაისურაძემ.
მოსკოვი-თბილისის რესი 2019 წლის შემდეგ დღეს პირველად შესრულდა. რეისი რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” შეასრულა, ბორტზე იმყოფებოდნენ, საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები. როგორ მოსკოვიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ფრენებს აღდგენას მიესალმებიან, თავად რუსეთის მოქალაქეები კი, აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს გადმოსახედიდან არის ოკუპანტი.