მედია: ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი დამარხული იპოვეს
ქობულეთში, სოფელ ჩეხედანას სტადიონთან ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი დამარხული იპოვეს.
TV25-ის ინფორმაციით, ბიჭი სტუმრად მეზობელ სოფელ სკურაში იმყოფებოდა. ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
ახალი ამბების სააგენტო News.ge დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.