მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები – უცნობი და საინტერესო ფაქტები
ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე გრძელი ნაგებობაა. დაახლოებით, 13200 მილის (21200 კმ) სიგრძის ამ შთამბეჭდავი კედლის აშენებას 200 წელზე მეტი დასჭირდა. ის, ძირითადად, აშენდა ჩინეთის დასაცავად ჩრდილოელი ტომების თავდასხმებისგან, როგორებიც იყვნენ მონღოლები. თავდაპირველი კედლის უმეტესი ნაწილი პირვანდელი სახით შემორჩენილი არ არის, რადგან მისი სიძველის გამო მუდმივად რესტავრაციას საჭიროებს.
პეტრა, რომელიც მდებარეობს იორდანიაში, არის ქვიშაქვებით აშენებული მასიური ქალაქი, რომელიც ოდესღაც, დაახლოებით, 10000 ადამიანის სახლი იყო. პეტრას უძველესი მოქალაქეები წარმოუდგენლად დახელოვნებულნი იყვნენ სოფლის მეურნეობის საკითხებსა და ქვის კვეთაში. ეს უკანასკნელი წარმოდგენილია 800 შენობით, სამარხებით, აბანოებით, სამგლოვიარო დარბაზებით, ტაძრებით, თაღოვანი კარიბჭით და ქუჩებით პეტრაში, რომლებიც, ძირითადად, ქვისგან იყო მოჩუქურთმებული.
ძველი რომის შუაგულში მდებარე კოლიზეუმი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობაა. დაახლოებით, ახ.წ. 80 წლით დათარიღებული ნაგებობა დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ ამფითეატრად. თუმცა მისი ისტორიაა სასტიკია. მას ასიათასობით მონა აშენებდა. დასრულების შემდეგ, მას შეეძლო დაეტია, დაახლოებით, 50,000 მაყურებელი. მის ქვემოთ იყო რამდენიმე მიწისქვეშა ოთახი და გადასასვლელი, სადაც ცხოველები და გლადიატორები იმყოფებოდნენ ბრძოლის წინ. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, კოლიზეუმის, დაახლოებით, ორი მესამედი განადგურდა ვანდალიზმის, მიწისძვრების და ხანძრების გამო.
წყარო/ფოტო: The Fact Site