„არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან” – პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო
პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან.
პლენარული სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, რა დროსაც ერთ-ერთმა სასესიო დარბაზის აივნიდან ნაჭერი წარწერით „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან” გადმოფინა და სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.