გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები დაუშვეს
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ ევროკავშირის სამედიცინო მისიის ექიმები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე ავრცელებს.
მისი თქმით, პოლონელი ექიმები ექსპრეზიდენტთან თბილისსა და ბრიუსელს შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა.
„დღეს ადრეული დილიდან მოყოლებული, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების და დისკუსიების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექიმები პრეზიდენტ სააკაშვილთან შესულიყვნენ. ეს არ იყო მარტივი საუბარი, ეს საუბარი არ იყო დაბალ დონეზე, ეს საუბარი იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ბრიუსელსა და თბილისს შორის, ამაში ჩართული იყო საქართველოდან ძალიან აქტიურად პირადად ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო“, – განუცხადა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებს.