Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვახტანგ ძაბირაძე: დიდი ოპოზიციური ერთიანობა მარცხისთვისაა განწირული – ამოცანა უნდა იყოს, ხელი შეუწყონ ერთი ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანების ჩამოყალიბებას

დიდი ოპოზიციური ერთიანობა მარცხისთვისაა განწირული – ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ამოცანა ისაა, რომ ხელი შეუწყოს ერთი ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული ექნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ოპოზიციაში, შესაძლო დიდი კოალიციური გაერთიანების ჩამოყალიბებაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ, რაც არ უნდა დიდი გაერთიანება მოხდეს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით იქნება და პატარა პარტიებს, თუ ისეთივე ფრაგმენტირებულები იქნებიან, როგორიც დღეს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი არ ექნებათ.

„პოლიტიკური პარტიები ასეთ განცხადებებს რომ აკეთებენ, რა ანალიზის საფუძველზე აკეთებენ? ანალიზი ხომ უნდა? მხოლოდ სურვილი ხომ არაა? რა შედეგის მომტანი იქნება ასეთი გადაწყვეტილებს მიღება, რა პლუსები და მინუსები აქვს? ამას ვინმე განიხილავს ოპოზიციურ სპექტრში თუ როგორ არის? დასკვნას როგორ აკეთებენ? ელექტორატი, თუ კომუნისტურ დროს არ ჩავთვლით (სადაც ორად იყო გაყოფილი), ასეთი გამჭვირვალე არ ყოფილა, თითქოს მარტივად ჩანს ყველაფერი – არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და მესამე ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც – მეორე. როდესაც არჩევანი დგება, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ამ მესამე ნაწილის დაახლოებით 60% არჩევანს „ქართული ოცების“ სასარგებლოდ აკეთებს. რაც არ უნდა დიდი გაერთიანება მოხდეს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით იქნება. ეს ხომ სხვაგვარად ვერ იქნება? ოპოზიციაში მასზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ხომ არაა? ეს იმას ნიშნავს, რომ 5%-იანი ბარიერის პირობებში, რაც 2024 წლის არჩევნებზე უნდა იყოს, „ქართული ოცნება“ მარტივად მოიგებს. ორ სუბიექტზე თუ ნაწილდება მანდატები, „ქართულ ოცნებას“ მეტი ექნება, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. ბოლო 10 წელია, ამომრჩევლის ზემოთ აღნიშნული მესამე ნაწილის განწყობა ასეთია. ასე რომ, როდესაც დიდ ოპოზიციურ ერთიანობაზეა საუბარი, ეს ერთიანობა მარცხისთვისაა განწირული.

პატარა პარტიებს, თუ ისეთივე ფრაგმენტირებულები იქნებიან, როგორიც დღეს, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი არ აქვს. ამიტომ, იქნება დიდი გაერთიანება თუ არა, იმ შემთხვევაში, თუ წვრილი პარტიები ასეთი ფრაგმენტული დარჩება, ნიშნავს იმას, რომ 5%-იან ბარიერს ორი სუბიექტი გადალახავს – პირველ ადგილზე იქნება „ქართული ოცნება“ და მეორეზე „ნაციონალური მოძრაობა“. მანდატები გადანაწილდება პროპორციულად – წვრილი პარტიები რაღაც ხმებს აიღებენ, მაგრამ მანდატისთვის საკმარისს ვერა. ამიტომ, მათი მანდატები ამ ორ სუბიექტზე პროპორციულად განაწილდება. „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას იღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობას, სხვა პოლიტიკური პარტიები კი ბორტს მიღმა რჩებიან. ამიტომ, ასეთ გაერთიანებაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, არამედ იმაზე, რომ მესამე ჯგუფი ჩამოყალიბდეს ისე, რომ გაჩნდეს ერთი ან ორი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გარანტირებულად დაძლევს 5%-იან ბარიერს. ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ამოცანა დღეს ის არის, რომ ხელი შეუწყოს მესამე სექტორში ერთი ან რამდენიმე მსხვილი გაერთიანების ჩამოყალიბებას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა გარანტირებული ექნება, თუმცა სამუშაო ბევრია და მარტო სურვილი არ ჰყოფნის. ამომრჩეველში ასეთი რესურსი არის, დანარჩენი დამოკიდებულია პარტიებსა და მის ლიდერებზე, ასევე სწორად დაგეგმილ პროცესზე. ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან ასხლეტილები, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში უნდა იყოს. ასევე, არიან „ქართული ოცნებიდან“ ასხლეტილი პარტიები, მაგალითად, გახარიას პარტია. არიან თვითმყოფადი პარტიებიც, რომლებიც არ არიან არც „ქართული ოცნებიდან“ და არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასხლეტილები. ამ ყველაფერს სჭირდება ახალი ლიდერი გამოყვანა – არ კმარა მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ ესენი პრორუსები არიან. ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. კიდევ ბევრი რაღაცაა საჭირო. ეს ზოგადად, მნიშვნელოვანი თემებია, მაგრამ იმისთვის, რომ ამომრჩეველი მიიმხრო და ხმა მოგცეს, მხოლოდ ეს თემები საკმარისი არაა; არც ოდიოზური პროგრამების ფრიალი მყვირალა სახელებით. კონკრეტული რაღაცების შეთავაზებაა საჭირო. თუ ამას გააკეთებენ და მოძებნიან ან შექმნიან ახალ ლიდერს, როგორც ეს დასავლეთში ხდება ხოლმე, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ პროცესებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის როლს და მისი პარტიის განცხადებებს, რომ ვაშაძე, შესაძლოა, პრემიერობის კანდიდატი იყოს, ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ვაშაძე თავს წონად ლიდერად თვლის, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი უნდა ჰქონდეს.

„თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის, ეს სხვის გაწყობილ მაგიდაზე მისვლაა და მაშინ რა ლიდერობაზეა საუბარი? ვაშაძე ცალკე აღებულად თავს თუ წონად ლიდერად თვლის, 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის შანსი ხომ არ აქვს?! აბა რისი ლიდერია მაშინ?“, – განაცხადა ძაბირაძემ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

"Шаболды со скальпелями": Милонов призвал контролировать увеличение губ

Реконструкция бассейна «Бригантина» продолжается в Мытищах

Мастер спорта по художественной гимнастике открыла «Зарядку долголетов» в Пушкине

В московском сквере под Липецком можно поиграть в интерактивный морской бой и прокатиться на качелях с подсветкой

Музыкальные новости

В Тульской области завершился Кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина

Легенда вне времени Жанна Агузарова и легенда поп-музыки Жанна Фриске:самое интересное с Премии МУЗ-ТВ 2024

Сергей Собянин. Главное за день

Новый рекорд России: медитация Relax FM объединила 1699 человек

Новости России

Новую детскую площадку открыли на проспекте Астахова в Мытищах

Нашли крайних: Армения обвинила Россию в передаче Карабаха Азербайджану

В России напрочь забыли шедевр кино: в СССР этот фильм смотрели семьями

Миллионы банковских карт «Сбербанка» перестанут работать с 1 июля

Экология в России и мире

«585*ЗОЛОТОЙ» посчитала, сколько тратят на покупку солнцезащитных очков к лету в Ростове-на-Дону

Ледяная ловушка: доктор Кутушов рассказал про опасность мороженого в жаркую погоду

Команда Сервисного локомотивного депо «Сольвычегодск» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» стала победителем эстафеты ГТО железнодорожных игр «Мы вместе»

Самой популярной солнцезащитной оптикой в Махачкале стали очки бренда Polaroid

Спорт в России и мире

Елена Рыбакина впервые в 2024 году сыграла на Уимблдоне

Дарья Касаткина с уверенной победы стартовала на травяном турнире в Истбурне

Появились новости о здоровье Елены Рыбакиной перед турниром в Англии

Даниил Медведев представил форму, в которой выступит на Уимблдоне

Moscow.media

Не мигранты, а соотечественники. Чудовищные данные МВД

Росгвардейцы приняли участие в акции "Свеча Памяти".

Росгвардейцы обеспечивают охрану правопорядка во время празднования Дня России.

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Более 12 тысяч жителей Москвы и Московской области получают повышенную пенсию за работу в сельском хозяйстве







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *