6 სერიალი, რომლის გადაღებაც გაფიცვის მიუხედავად გრძელდება
პირველად 60 წლის განმავლობაში, ჰოლივუდის სცენარისტების, მსახიობების და ოპერატორების დიდი ნაწილი გაფიცულია. ამერიკის მწერალთა გილდიამ (WGA) გაფიცვა დაიწყო მაისში მას შემდეგ, რაც მან ვერ მიაღწია შეთანხმებას კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსთან (AMPTP).
ამ ფაქტს მსახიობთა გაერთიანება SAG-AFTRA შეურთდა. მისი გაფიცვა გამოცხადდა ხუთშაბათს, 13 ივლისს და ძალაში შევიდა პარასკევს. როგორც WGA-ს შემთხვევაში, SAG-AFTRA იბრძვის სამართლიანი ანაზღაურებისა და პირობისთვის, რომ ოპერატორების ჩანაცვლება არ მოხდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
როგორც CBS News იტყობინება, Oppenheimer-ის ვარსკვლავებმა გუშინ საღამოს პრემიერა დატოვეს იმის ფონზე, რომ გაფიცვა ძალაში შევიდა.
გაფიცვას აქვს სწრაფი და შორსმიმავალი ეფექტი.
თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, არის 6 სერიალი, რომელსაც გაფიცვა არ შეხებია და გადაღება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
- The Bold and the Beautiful
- The Young and the Restless
- Days of Our Lives
- General Hospital
- House of the Dragon
- The Bachelor franchise
წყარო: Best Life
ფოტო: HBO