ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა ქართველი ქალი დაიკარგა
ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკური ქართველი, ახალგაზრდა ქალი ნათია ბახტაძე გაუჩინარდა. ის 28 ივლისიდან კავშირზე არ გამოსულა. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
1995 წელს დაბადებული ნათია ბახტაძე გალში ცხოვრობდა. ახლობლები და ნათესავები ყველას, ვისაც გაუჩინარებულ ქალზე ინფორმაციას ფლობს, მათთან დაკავშირებას სთხოვენ.