ლევან ნიკოლეიშვილი ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: არავინ დაიჯეროს ეს სისულელე!!!
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფასებს და მას დეზინფორმაციას უწოდებს.
მისი თქმით, ოპოზიცია ამ რთულ დროსაც კი არ ამბობს უარს ყალბი ამბების გავრცელებაზე და ცდილობს, მოსახლეობა მათ ნამდვილობაში დაარწმუნოს.
„ამ უდიდესი ტრაგედიის ფონზე რას აღარ კადრულობს ნაცმოძრაობის ხროვა!!!
ირაკლი კობახიძეს და ვახტანგ გომელაურს უვრცელებენ მსგავს ფეიკებს და ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ ეს აბსურდი!!!
როდესაც ამხელა ტრაგედიის დროს გაქვს იმის უნარი, რომ მსგავსი ტყუილი გაავრცელო, გქვია ერთადერთი სახელი – ნაცი!!! არავინ დაიჯეროს ეს სისულელე!!!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე და გავრცელებული ყალბი ამბების ამსახველ სქრინებს აქვეყნებს.