Добавить новость
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“მანქანით ჩამოვედი თბილისიდან შოვში და 4 საათი დამჭირდა ამისთვის. ვერტმფრენი ჩამოვიდა 3 საათში ადამიანებთან, ვისთვისაც ეს დრო იყო გაუსაძლისი, ჯოჯოხეთური”

“იმ წუთებში თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იყო ბოლო წამები და მინდოდა ადამიანებს ენახათ რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით. მინდოდა მეჩვენებინა, რომ იქ გაუგონარი რამ ხდებოდა, მინდოდა მათ, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, დაენახათ ეს და რამენაირად დაეჩქარებინათ [ვერტმფრენის მოსვლა]” – ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ფირცხალაიშვილი, “სანსეტ შოვის” დამსვენებელი, რომლის პირდაპირ ჩართვებსაც სტიქიის ზონიდან ათიათასობით ნახვა აქვს ფეისბუკზე.

მაია რაჭაში ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ ფეისბუკზე ჰყვებოდა, როგორი კრიტიკული იყო მდგომარეობა შოვში და აჩვენებდა დამეწყრილი ტერიტორიის კადრებს. ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც თვითონ დედასთან და სხვა დამსვენებლებთან ერთად იყო, ადამიანების ნაწილი ტალახის მასაში ცდილობდა თავის გადარჩენას, სხვების სახლები კი ღვარცოფს უკვე განადგურებული ჰქონდა.

სავარაუდოდ მაია იყო პირველი ადამიანი შოვიდან, ვინც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტიქიის შესახებ ამცნო. მან 3 აგვისტოს, 15 საათსა და 8 წუთზე დაურეკა ბიძაშვილს და სთხოვა დაერეკა 112-ში, სადაც თვითონ ვერ რეკავდა.

“სანამ ლაივებს დავიწყებდი, მანამდე დაახლოებით 1 საათი გავიდა. ადამიანები ახლობლებს ურეკავდნენ, ემშვიდობებოდნენ, მე არ ვიცი რატომ, მაგრამ დავიწყე იმ ადამიანებთან რეკვა, ვისაც შეეძლო დახმარება, ვრთავდი კამერას, ვაჩვენებდი რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სტიქია, მინდოდა ენახათ, რომ ეს იყო განსაკუთრებული საშინელება, ძალიან დიდი მასშტაბის უბედურება.

ძალიან ბევრ მეგობრებთან დავრეკე, ვისაც ჰქონდათ კავშირი იმ სტრუქტურებთან, ვისაც შეეძლოთ რეაგირება. მითხრეს, რომ ყველა ჩართულია, ყველაზე მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები არიან ჩართული და ამის მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. ეს იყო ალბათ ის წინადადება, რამაც გადარჩენის ინსტინქტი გააღვიძა ჩემში და დავიწყე ლაივ ჩართვები.

საერთოდ არ ვარ ის ადამიანი, ვინც აქტიურია სოციალურ ქსელებში, მაგრამ ეს იყო ალბათ სასოწარკვეთილი ძახილი. იმ წუთებში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ბოლო წამები და მინდოდა ადამიანებს ენახათ, რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით. მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაუგონარი რამ ხდებოდა, მინდოდა მათ, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, დაენახათ და რამენაირად დაეჩქარებინათ.

ეს იყო უკვე ის დრო, როცა 1 საათი გასულია. თქვენ ხომ ხვდებით, ამ დროს ყველა წამი საუკუნედ გეჩვენება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამაშველო გეუბნება, რომ უკვე გზაშია, გამოვგზავნეთ და ხვდები, რომ შეუძლებელია 1 საათი ვერტმფრენი გზაში იყოს, თუ გამოგზავნილია, უკვე უნდა ჩანდეს.” – უყვება მაია რადიო თავისუფლებას.

“პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან, ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს, რომ გამოვიდნენო, მაგრამ ველოდებით. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, საერთოდ არ არის შანსი იმის, რომ გადარჩე. ყველაფერი ჩახერგილია, გადარჩენის ერთადერთი გზა არის სამაშველო.

“ძალიან ბევრი ბავშვები არიან და ველოდებით ვერტმფრენს. ამასობაში იქიდან მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდეს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, თავისთავად პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ…” – ამბობს მაია 3 აგვისტოს, 16:04-ზე თავის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩართვაში. მაიამ ამ დღეს რაღაც უჩვეულო, “საშინელი, გიგანტური, უზარმაზარი აზვირთებული მასა”, რომელიც მისი მიმართულებით მოდიოდა, სასტუმროს ნომრიდან დაინახა 15:05-ზე.

ამ დროს ის სასტუმროს ნომერშია დედასთან ერთად და ტელეფონზე საუბრობს. მობილური კავშირი მოულოდნელად გაწყდა და მაია დედასთან ერთად ქვემოთ გაიქცა, შედარებით უსაფრთხო ადგილის საპოვნელად. ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ხდებოდა. 1-2 წუთში მიწის მასამ სასტუმროს ორი სართული და ეზოს ნაწილი დაფარა. მაიამ დედასთან და სასტუმროს სხვა სტუმრებთან ერთად სასადილოს შეაფარა თავი. “სანსეტ შოვის” თანამშრომლები ცდილობდნენ სასტუმროს სახურავზე ასვლას იმის დასანახად, რა ხდებოდა ქვევით.

“საშინელი ხმა იყო, გრგვინვის, ზანზარის და ტკაცუნის ხმა, რასაც გამოსცემდა ის მრავალწლიანი ნაძვები, რომლებიც ტყდებოდა და ჩემს თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით მოცელილი ვარდებოდა ძირს. ვხვდებოდი, რომ რაღაც აპოკალიპტური იყო, მაგრამ რა იყო, ამას თავიდან ვერ მივხვდი.

მთელი ეს ტერიტორია, კილომეტრები იყო დაფარული ტალახის მასით – ეს არის რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაობის მსგავსი მასა, საიდანაც გამოღწევა ფაქტობრივად არის შეუძლებელი. გვესმოდა საზარელი ხმები შემდეგი ტალღების, რომელმაც ჩვენდა საბედნიეროდ გვერდი აგვიარა და სხვა მიმართულებით წავიდა.

მე მესმის, რომ არ ვართ ევროპის მოწინავე ქვეყანა, სადაც ყველაფერი შვეიცარიული საათის მექანიზმივით არის აწყობილი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ძალიან ბევრი დრო გავიდა. ჩვენთვის ეს არ აღმოჩნდა საბედისწერო, მაგრამ ჩვენ იმ დროს მაგას ხომ ვერ ვხვდებოდით. ჩვენ ვიმყოფებოდით სიკვდილის ზონაში, სადაც არ ვიცოდით, რომ მეორე ტალღა გვერდს აგვივლიდა. ამიტომ თითოეული წუთი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ერთი საათი რომ გავიდა, მივხვდი რომ რაღაც მე თვითონაც უნდა მომემოქმედა. ერთი საათი არ არის ცოტა დრო. მე მანქანით ჩამოვედი თბილისიდან შოვში და 4 საათი დამჭირდა ამისთვის. ვერტმფრენი ჩამოვიდა 3 საათში ადამიანებთან, ვისთვისაც ეს დრო იყო გაუსაძლისი, ჯოჯოხეთური.” – ამბობს მაია და აზუსტებს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ათობით ადამიანი შველას ელოდა, მათთან არავის დაურეკავს ან ინფორმაციის გასარკვევად ან დეტალების დასაზუსტებლად, დასამშვიდებლად ანდა გასამხნევებლად.

ვრცლად

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Санкции? Не смешите теневой флот: Bloomberg пишет, что все наши танкеры заблокированы санкциями.

Потушен пожар на площади 300 "квадратов" в выселенном здании завода в Москве

"Посадили американцев в лужу": посол Антонов прокомментировал визиты Путина в КНДР и Вьетнам

Девочка! У семейства яков из Московского зоопарка случилось пополнение

Музыкальные новости

Как Россия уступила Азербайджану значительные территории Дагестана и два села

Футбольный фестиваль «ЦСКА — Все сюда!» провели в Одинцове

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии

Автопробег в честь Дня России прошел в Ленинском округе

Новости России

Большинство россиян считают, что сбережения надо хранить в национальной валюте

Гражданка Чехии погибла из-за влетевшего в окно ее машины камня

Санкции? Не смешите теневой флот: Bloomberg пишет, что все наши танкеры заблокированы санкциями.

Ирландский журналист назвал лицемерными заявление о «мирных» целях НАТО

Экология в России и мире

Пьяный гражданин Азербайджана из Тулы поехал в гости к брату и открыл стрельбу в Кургане

АФК «Система» планирует модернизировать Вологодский текстильный комбинат

Неделя восточной культуры "Караван Парад" на ВДНХ

Культурное лето с Dhawa Ihuru

Спорт в России и мире

Кирилл Скачков из Новокузнецка стал победителем Игр стран БРИКС-2024

Лучший теннисист Казахстана узнал позицию в обновленном рейтинге ATP

Курникова показала трогательные фото Энрике Иглесиаса

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024

Moscow.media

Axenix перевел разработку платформы In.Plan на сервисы Yandex Cloud

Легенда о «300-х русских школах» в Азербайджане

ГК «Кориб» перевела кадровое делопроизводство в электронный формат с помощью HRlink

BIA Technologies вошла в число ведущих интеграторов программных и аппаратных решений России







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *