Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კორპორაციული მოხალისეობა – „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო სერვისები

კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ერთი კომპანიის მიერ სხვა ორგანიზაციის თანამშრომლების გაძლიერებას გულისხმობს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ თითქმის ერთი წელია, რაც „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად არაერთ აქტივობას ახორციელებს.

მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამართული პრო ბონო მარათონი, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის გუნდის წევრმა მარიამ ჩხოლარიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება Tegeta Care-ის პარტნიორი ორგანიზაციის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, თანამშრომლებს გაუზიარა. მისივე მონაწილეობით მომზადდა ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული ვიდეორგოლიც.

„პრო ბონო მარათონი“ ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობენ.

მარიამ ჩხოლარია, „თეგეტა ჰოლდინგის“ ექაუნთ მენეჯერი: „პრო ბონო მარათონი“ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდის ინტელექტუალური რესურსი ამჯერად გარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გაგვეზიარებინა. ჩვენ კონსულტაცია გავუწიეთ ამ ორგანიზაციას, მის წევრებს  გავუზიარეთ ჩვენი მარკეტინგული გამოცდილება და მოვამზადეთ მათი საქმიანობის ამსახველი საიმიჯო რგოლი. მარათონის ფარგლებში მომზადებული ვიდეო ემსახურება ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობის მიმართულებით და ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხით სკოლის მოსწავლეების დაინტერესების მნიშვნელობაზე. ეს იყო ძალიან პროდუქტიული და სასიამოვნო თანამშრომლობა“.

ნათია მეტრეველი, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პრო ბონო ექსპერტი: „პრო ბონო ქსელი საქართველოში 2015 წელს ჩამოყალიბდა. პრო ბონო კორპორაციული პასუხისმგებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა, ეს  არის ინტელექტუალური რესურსის გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ, რაც შეიძლება მოიცავდეს იურიდიულ და IT მიმართულებებს, ადამიანური რესურსების მენეჯმენტს, მარკეტინგს – ფაქტობრივად, ყველა იმ კომპონენტს, რაშიც კომპეტენტურია კომპანია ან მისი თანამშრომელი. მონაწილეობა პრო ბონო აქტივობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს, როგორც წესი, არ ჰყავთ და ვერც ეყოლებათ ისეთი მაღალანაზღაურებადი კადრები, როგორებიც ჰყავთ ბიზნესკომპანიებს. შესაბამისად, პრო ბონო ქმნის შესაძლებლობას, რომ  ხარისხიანი, ძალიან ძვირადღირებული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვისაც“. „თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს  2022 წელს შემოუერთდა, თუმცა ამ მოკლე დროში კომპანიამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ აქტივობებში“.

2022 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

„თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა აკადემიის“ 15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს, სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „წლების განმავლობაში „თეგეტა ჰოლდინგს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. პრო ბონო ქსელის აქტიურმა წევრობამ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული გახადა. გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრები დიდი ინტერესითა და მოტივაციით ერთვებიან ყველა მსგავს პროექტში და თავიანთი პირადი ინტელექტუალური რესურსითა და ექსპერტიზით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. ვფიქრობთ, მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ჩვენთვის პრო ბონო სერვისები საზოგადოებაზე ზრუნვის პროცესებში ჩართვის შესაძლებლობაა, მეორე მხრივ კი – ჩვენი გუნდის წევრების პირდაპირი თანამონაწილეობით კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო პროექტების მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებს. კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია, შესაძლებლობა მისცეს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიიღონ კვალიფიციური საექსპერტო დახმარება და ამის შედეგად გახდნენ უფრო ეფექტიანები, უკეთ მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Синоптик Леус: в столичный регион пришли первые ночные заморозки

Казанская икона Божьей матери: история, в чем помогает, молитва

Маслостойкий провод ПАРМ эффективная защита от коррозии

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника

Музыкальные новости

В Подмосковье сотрудники Росгвардии провели встречу со студентами финансового университета

Центр восточной медицины в Петербурге

Shot: Алсу хочет отсудить у Абрамова деньги от продажи пентхауса в Лондоне

Ирина Дубцова запустила амбициозный проект для российских семей

Новости России

Путь от «страны-бензоколонки» до «сырьевого монстра» оказался недолгим. «Мы критически зависимы от россиян по целой линейке материалов»

Посол Аргентины Виейра: встреча Путина и Милея возможна на полях G20

В столице стартовал фотоконкурс «Москва глазами молодёжи»

Синоптик Леус: в столичный регион пришли первые ночные заморозки

Экология в России и мире

Пластический хирург Александр Вдовин: мифы вокруг операции по удалению комков Биша

Сырые и опасные. Какие продукты могут заразить вас паразитами

Чистота — залог здоровья

Boss, коллекция весна-лето 2025

Спорт в России и мире

Касаткина поднялась на 11 место в обновленном рейтинге WTA

Теннисистка Потапова: считаю Квинси Промеса одной из легенд «Спартака»

Медведев в составе сборной Европы завоевал Кубок Лейвера

Марии Шараповой завидуют все русские женщины. И вот почему

Moscow.media

Столкнулись ГАЗель и три "легковушки". Двое взрослых и один ребенок в больнице

Названы самые красивые места в России для осенних путешествий

Axenix будет автоматизировать управление производством с помощью решения Exeplant

«Аэродиск» реализовал поддержку группового управления ресурсами для эффективного выделения емкости СХД







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *