ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6192 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6219 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8547 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8487 ლარს შეადგენდა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.0964 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 22 აგვისტოს შევა ძალაში.