დედოფალი ლეტიცია და პრინცესა სოფია ესპანეთის გამარჯვებას ზეიმობენ
ესპანეთში ახალი ისტორია დაიწერა. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში ქვეყანამ პირველი ტიტული მოიპოვა.
ფინალს ესპანეთის დედოფალი ლეტიცია უმცროს ქალიშვილ სოფიასთან ერთად ესწრებოდა. ისინი სიდნეიში კვირას გაემგზავრნენ და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
ლეტიციამ გამარჯვების შემდეგ თასი ფეხბურთელებთან ერთად ასწია და გამარჯვება იზეიმა. იგი ასევე დაეხმარა ჩემპიონებს მედლების გადაცემაში. სოფიამ და ლეტიციამ მიიღეს თავიანთი მაისურებიც.
მეფე ფელიპე და პრინცესა ლეონორი ავსტრალიაში გამართულ ფინალს არ ესწრებოდნენ. 17 წლის პრინცესა ლეონორმა ამ კვირაში დაიწყო სამწლიანი სამხედრო მომზადება სარაგოსას სამხედრო აკადემიაში.
წყარო: People