დღე ისტორიაში – 28 აგვისტო
2019 წელს ჟურნალში Nature დაიბეჭდა ეთიოპიაში ნაპოვნი 3,8 მილიონი წლის თავის ქალის ფოტო. აღმოჩენამ ეჭვქვეშ დააყენა იქამდე არსებული თეორიები ევოლუციის შესახებ.
2018 წელს დეტროიტში არეტა ფრანკლინი დაკრძალეს.
2003 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
1965 წელს კონექტიკუტში Subway-ის პირველი რესტორანი გაიხსნა.
1963 წელს მარტინ ლუთერ კინგმა ლინკოლნის მემორიალზე თავისი ისტორიული სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ წარმოთქვა.
1937 წელს Toyota Motor Corporation დაარსდა მას შემდეგ, რაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა Toyoda Automatic Looms-ის განყოფილებაში.
1833 წელს მიღებული იქნა მონების გაუქმების აქტი და ძალაში შევიდა მომდევნო წლის 1 აგვისტოს.
1789 წელს უილიამ ჰერშელმა სატურნის მთვარე ენცელადუსი აღმოაჩინა.
1609 წელს ბრიტანელმა მკვლევარმა ჰენრი ჰადსონმა აღმოაჩინა დელავერის ყურე.
1542 წელს მოხდა ვოფლას ბრძოლა, თურქებსა და პორტუგალიელებს შორის.
წყარო/ფოტო: The Fact Site