ვიქტორია ნულანდი: პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის მზად ვართ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, უკრაინის მოკავშირეები რუსეთის ფედერაციასთან ომში ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადონ. აღნიშნული განცხადება ნულანდმა კიევში გამართულ იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე გააკეთა.
ნულანდის თქმით, გარდა იარაღის მიწოდებისა, მნიშვნელოვანია მოკავშირეებმა უკრაინას ეკონომიკის გაჯანსაღებასა და აღდგენაში შეუწყონ ხელი.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას ეკონომიკის აღდგენაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ ბოროტება მსოფლიოში ნორმად იქცევა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რადგან ის სიკეთისა და დემოკრატიის მხარესაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პუტინს, რომ მზად ვართ ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა ნულანდმა.