პრეზიდენტი საზოგადოებას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს - „ჩვენ გვაქვს უნარი, ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება“
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. პრეზიდენტის სასახლეში დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.