შსს: სამართალდამცველებმა გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის სამი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.