თბილისში სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე 16-17 აპრილს გარკვეული შეზღუდვები დაწესდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 და 17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.