NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მმართველი კოალიციის რეიტინგი სწრაფად და კატასტროფულად ეცემა, დღეს არსებულ ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური „წონა“ არ ემატება, ამომრჩეველი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია… თუმცა, გვაძლევს კი ეს კვლევა ასეთი დასკვნის დამაჯერებლად გაკეთების საფუძველს? ამ ეჭვიან შეკითხვას ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ამაგრებს.