“საჯარო აქტივობა დავასრულე”, - უთხრა ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, როცა ის 13 ივლისს სვეტიცხოველში მივიდა. რას აპირებს გიორგი კვირიკაშვილი, განაწყენებულია თუ არა ის? - ეს შეკითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემლად რჩება. ასევე პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვა: რატომ გადადგა გიორგი კვირიკაშვილი?
მართალია, მიზეზებზე ლაპარაკისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ახსენებდნენ, მაგრამ, ბევრის აზრით, ეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. Читать дальше...