პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული(ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) ანდრეი ორდაში. სამინისტროში მისვლამდე მან რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ პოლონეთის ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და პოლონურ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომ დრონები რუსული წარმომავლობისაა. ორდაშის თქმით, რუსეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პოლონეთთან ესკალაციით, თუმცა იმედი არ აქვთ, რომ პოლონეთის ხელისუფლება ამას გაიგებს. Читать дальше...