Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს თანამშრომელი: „ნაკლებად უსმინეთ ბურჯანაძეს“

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზა“-ს კორესპონდენტის ცნობით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესზე ინფორმირებულები იყვნენ, რომ ბევრი ქართველი 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ელოდა. თუმცა ჯერ კიდევ წინა დღეს გაირკვა, რომ ექიმი შესაძლოა, პატიმრობაში დარჩენილიყო. ახალგორის რაიონულ სასამართლოში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ 13 დეკემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა, რომელზეც, ბუნებრივია, განაჩენს ვერ გამოიტანდნენ.


„ეხო კავკაზა“-ს ინფორმაციით, დე ფაქტო სასამართლოს ერთ-ერთმა მაღალი რანგის თანამშრომელმა შეკითხვაზე, გაათავისუფლებენ თუ არა ექიმს სასამართლო დარბაზიდან 13 დეკემბერს, ასე უპასუხა: „ნაკლებად უსმინეთ ბურჯანაძეს“.


როგორც „ეხო კავკაზა“-ს ცხინვალელი კორესპონდენტი იტყობინება, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა დახურული იყო, ოდნავ შეღებული კარიდან შესაძლებელი გახდა წვერიანი კაცის დანახვა, რომელიც იმყოფებოდა დაკავებულებისთვის განკუთვნილ საკანში. ადვილი არ იყო მედიაში გავრცელებული ფოტოს მიხედვით ექიმის ამოცნობა.


ნინო ბურჯანაძემ 9 დეკემბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი პარასკევს, 13 დეკემბერს თავისუფალი იქნებოდა.


„ე.ი. ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, - ამბობდა ბურჯანაძე.


13 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განმარტა, რატომ არ გამართლდა მისი განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების თარიღის შესახებ.


ექიმის საქმეზე სხდომა 20 დეკემბერისთვის გადაიდო. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება.


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *