Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი

ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა არაფორმალური, მეგობრული ხასიათის იყო.

„იყო გამოთქმული სურვილი, რომ მოძებნილ იქნას გამოსავალი ამ ვითარებიდან, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ძალები ყველა როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური, გადავიდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საარჩევნო გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, რომ ამ თვალსაზრისით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშნვნელობა. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი, ეს იყო მოსაზრებების და ხედვების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ვახშამი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს შეხვედრა არაფორმალური ხასიათის იყო.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *