Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ალექსეი ნავალნი გერმანიაში დარჩება რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე გერმანიაში დარჩება. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა, რომელმაც დასძინა, რომ ნავალნის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება.


„ახლა, უკვე ცხადია, რომ ალექსეი ნავალნის აღდგენას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ის ჯერჯერობით რჩება გერმანიაში რეაბილიტაციის გასავლელად, ეს არ არის ორი დღის საკითხი და, ალბათ არც რამდენიმე კვირისა“, - განაცხადა იარმიშმა „ნავალნი ლაივის“ ეთერში.


 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი გამოწერეს კლინიკა „შარიტეს“ სტაციონარიდან. თავად ოპოზიციონერმა თქვა, რომ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის გაივლის ფიზიოთერაპიის კურსს და შემდეგ, შესაძლოა, მიმართოს რეაბილტაციის ცენტრს.


ალექსეი ნავალნი „შარიტეში“ იმყოფებოდა 32 დღის განმავლობაში, აქედან 24 დღეს ის რეანიმაციაში იყო. ახლანდელი მდგომარეობის მიხედვით, ექიმები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება.


ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით ცუდად გახდა თვითმფრინავში 20 აგვისტოს, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. ის მოათავსეს ომსკის საავადმყოფოში, საიდანაც 22 აგვისტოს ბერლინში გადაიყვანეს. 7 სექტემბრამდე ის იმყოფებოდა ხელოვნურ კომაში.


გერმანიის არმიის, ასევე შვედეთის და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადგინეს, რომ ნავალნი მოწამლეს „ნოვიჩოკის“, ჯგუფის ნერვული ნივთიერებით. რუსეთს დასავლეთი საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. სისხლის სამართლის საქმე ნავალნიზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, რუსეთში არ აღძრულა.


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს, ფრანგული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში უთქვმას, რომ ნავალნიმ საწამლავი თავად მიიღო დაუდგენელი მიზეზით. ნავალნი უბრალოდ, ინტერენტში არეულობის შემტანი პირია, რომელიც ადრე სხვადასხვა დაავადებას იგონებდა, - უთქვამს პუტინის ფრანგი კოლეგისთვის.


მაკრონის მკაფიო პოზიცია იყო, რომ „ნოვიჩოკს“ კერძო პირი ვერ გამოიყენებდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *