Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საკონსტიტუციო სასამართლომ ქალთა კვოტირების შესახებ „გირჩის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

„გირჩის“ სარჩელი, რომელიც პარტიული სიის შედგენის დროს „საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


სადავო ნორმას წარმოადგენდა „საარჩევნო კოდექსის“ ეს ჩანაწერი: „პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი“. საქმე ისაა, რომ საარჩევნო კოდექსის ამ ნორმას აქვს ორი განმარტება. პარტიები ვალდებულები არიან, რომ სიის ოთხეულში ჩაეწერონ ქალი, ან თუკი ქალები იქნებიან უმრავლესობაში, ოთხეულში კაცის ჩაწერის ვალდებულება აქვთ.


საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც შეეხება აღნიშნული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.


ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში უნდა იყოს მინიმუმ ერთი კაცი, არ არის რაციონალურ და ლოგიკურ კავშირში საქართველოს პარლამენტის მიერ მითითებულ ლეგიტიმურ მიზანთან. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს რეგულირება, რომელიც ახდენს კვოტირებას მამაკაცების სასარგებლოდ და სანაცვლოდ, პოტენციურად ამცირებს ქალების წარმომადგენლობას პარლამენტში.


საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *