Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მარტოხელა მოხუცების შემწეობა იკარგება, ასობით ადამიანი  განცხადების დაწერას ვერ ახერხებს

სოფლებში მცხოვრები მარტოხელა მოხუცები ვერ ახერხებენ, სოციალური დახმარების მისაღებად განცხადება დაწერონ, მათ ან გზის ფული არა აქვთ, ან სახლიდან გამოსვლა არ შეუძლიათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის თანახმად, ეს საქართველოში ასობით მოხუცის გადაუჭრელი პრობლემაა.




74 წლის ჟუჟუნა ბითარიშვილი ქარელის რაიონის სოფელ ფცაში მარტო ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მას სოციალური დახმარება მოუხსნეს. განცხადების მეორედ დაწერა ვეღარ მოახერხა, ქრონიკული დაავადების გამო სახლიდან გამოსვლა უჭირს.


„ალერგიურ ფონზე ასთმა მირთულდება ხოლმე. ხაშურში უნდა ჩავსულიყავი განცხადების დასაწერად, დამეწყო შეტევები და ვერ ჩავედი. ათასი რამე მაწუხებს - ეს ასთმა, მარილები, სისხლის მიმოქცევაც დარღვეული მაქვს. ავადმყოფობის გამო სახლშიც ვერაფერს ვაკეთებ. სამასი ლარი ჯდება ყოველთვე ჩემი წამლები, პენსია - 270 ლარი - მთლიანად მაგაზე მიდის. ხანდახან ვერც წამალს ვყიდულობ და ვარ ასე დასიებული“, - ამბობს ის.


ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში -გორში, ქარელში, ხაშურსა და კასპში - 200-ზე მეტი მარტოხელა ხანდაზმული გამოკითხა. აღმოჩნდა, რომ მათ უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემები აქვს.


 




„ბევრი მათგანი ერთი ან ორი წლის წინ სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო და ახლა აღარ არის. ბევრს სურს ხელმეორედ დაწეროს განცხადება, მაგრამ ავადმყოფობის გამო, ან იმის გამო, რომ გზის ფულიც არა აქვთ, რესურსცენტრამდე ვერ მიდიან. არ ჰყავთ მეურვე, შვილები... ან შეიძლება შვილი ჰყავდეს, მაგრამ თბილისში იყოს ან, საერთოდ, საზღვარგარეთ“, - ამბობს ნინო ტლაშაძე, კოორდინატორი პროექტისა „პანდემიის შედეგების შემსუბუქება მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შიდა ქართლში“.


ბენეფიციართა ქულებს წელიწადში ერთხელ ამოწმებენ. თუ გადამოწმებისას სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მდგომარეობა გაუმჯობესდა, დახმარებას (30-60 ლარი) შეუჩერებენ. ქულების გადამოწმების მსურველმა განცხადება უნდა დაწეროს. თუ შემწეობა მაინც არ დაუნიშნეს, მეორედ განცხადების დაწერა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეუძლია.




„არ ვიცი, რას უთვლიან, როცა ქულას უმატებენ. ზოგი იძახის, ქათმები ჩამითვალესო, ზოგმა ძროხა თქვა, მაგრამ ძირითადი ნაწილი, ვისთანაც ჩვენ ვიყავით, მართლაც გაჭირვებულია. ვეღარ ახერხებენ თავიდან მიმართონ სააგენტოს სოციალური შემწეობის დასანიშნად. ზოგი იძახის, არ მაქვს მაგის დევნის თავიო, ზოგს ის 10 ლარიც არა აქვს, გზის ფული“, - ამბობს პროექტის იურისტი თეა თედლიაშვილი.


ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში მარტოდ მცხოვრები ხანდაზმულების მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა.


„რა მეტი გზა არის?“

წამლები, რომლებსაც მოხუცები ყოველთვიურად ყიდულობენ, საკმაოდ ძვირია.


„უფასო მედიკამენტების პროგრამაც არის, მაგრამ ამ პროგრამით ვერ სარგებლობენ, რადგან ექიმი სრულიად სხვა წამლებს გამოწერს ხოლმე. შესაძლოა შემადგენლობა იგივე ჰქონდეს, რაც უფასო მედიკამენტების ნუსხაში მოხვედრილ წამალს, მაგრამ მოხუცებს მაინც ასეთი დამოკიდებულება აქვთ, რაც ექიმმა დაუწერა, უეჭველი ის უნდა იყიდონ. მაინც იმ ძვირიან წამლებს ყიდულობენ“, - ამბობს თეა თედლიაშვილი.


სწორედ ამ პრობლემის გამო ვერ იმუშავა რამდენიმე წლის წინ ერთლარიანი მედიკამენტების პროგრამამაც.


ადამიანის უფლებათა ცენტრი ფიქრობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ პროგრამა უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და ადაპტირებული უნდა გახადოს.



უფრო მეტი სოციალური აგენტია საჭირო და მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე „მიბმული“ მომსახურებებით ხანდაზმულები ვერ სარგებლობენ, ადამიანის უფლებათა ცენტრი მათთვის ელექტრონული განაცხადების დანერგვას ითხოვს, რაც, მათი აზრით, მარტოდ მცხოვრებ ხანდაზმულებს საშუალებას მისცემს, განცხადება მხარდამჭერების საშუალებით წარადგინონ.


„320 ლარია ჩემი პენსია - მყოფნის, არ მყოფნის, უნდა ვიკმარო, რა მეტი გზა არის? 87 წლის ქალი ვარ, ფიზიკური მუშაობა მე არ შემიძლია, ახლაც ხელი მომტყდა და ექიმთან ვარ ჩამოსული“, - ამბობს ჯულიეტა რაზმაძე, რომელიც კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროში ცხოვრობს. სოციალური დახმარება მასაც მოუხსნეს. დაწერს თუ არა განცხადებას გადამოწმებაზე, ჯერ თავადაც არ გადაუწყვეტია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *