Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძე: დავიდნენ 200-300 კაცამდე უკვე, იკრიბებიან მეტროსადგურებთან, რომ მეტროს „პასაჟირებიც“ მიიერთონ, ვიზუალური კუთხით

დავიდნენ 200-300 კაცამდე უკვე, იკრიბებიან მეტროსადგურებთან, რომ მეტროს „პასაჟირებიც“ მიიერთონ, ვიზუალური კუთხით – აი, აქამდე არიან უკვე დასული და მილევად რეჟიმში არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ეს სრულიად მომაბეზრებელია და რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო მომაბეზრებელი გახდება.

„ქვეყანას სჭირდება ერთი დღის წესრიგი და რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანას თავს მოახვიოს მეორე დღის წესრიგი. ჩვენ ბუნებრივია ამ მიმართულებას არ უნდა გავყვეთ, ჩვენ უნდა გავყვეთ მეორე მიმართულებას და ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს და ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებელი, როგორც მმართველი ძალა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დღის წესრიგი გაქრეს და ძალიან მალე გაქრება, თვითონვე მიაქანებენ აქეთკენ საკუთარ თავს. დავიდნენ 200-300 კაცამდე უკვე, იკრიბებიან მეტროსადგურებთან, რომ მეტროს „პასაჟირებიც“ მიიერთონ, ვიზუალური კუთხით – აი, აქამდე არიან უკვე დასული და მილევად რეჟიმში არიან. საზოგადოებას აბეზრებენ ძალიან თავს. საზოგადოებისთვის ეს არის სრულიად მომაბეზრებელი და კიდევ უფრო მომაბეზრებელი გახდება, რაც უფრო მეტი დრო გავა. მაგრამ დიდი დროც არ დასჭირდება ამას, ძალიან მალე ეს ყველაფერი დასრულდება. პარლამენტში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აინტერესებთ სწორედ პოზიტიური დღის წესრიგი, აინტერესებთ ზუსტად ის საკითხები, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ამიტომ მთელი ყურადღება უნდა გადაერთოს ამ საკითხებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *