Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კობახიძე: როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, უგულავა და სხვები დააბრუნო ხელისუფლების სათავეში

როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნო საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, უგულავა და ა.შ. დააბრუნო ხელისუფლების სათავეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების საფუძველი შეიძლება იყოს სამართლის აღსრულება და მონანიება.

„კეთილი უნდა ინებოს ყველამ და სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ ვინმეს შეუძლია მონანიება, კაცობა აქვს და ღირსება აქვს, მაგრამ სად აქვთ ღირსება, უნდა მოინანიონ და თუ ეს მოხდება, მერე შეიძლება საუბარი შერიგებაზე. მთავარი პრობლემა „ნაცმოძრაობის“ იცით რა არის? არსებობენ სხვადასხვა ტიპის დამნაშავეები – მაგალითად, დამნაშავეები, რომლებიც რაღაცას მოიპარავენ და მათ აქვთ რესოციალიზაციის რესურსი, ანუ მათ შეუძლიათ, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას, აღარ მოიპარონ, გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ა.შ., მაგრამ არსებობენ სხვა ტიპის დამნაშავეები, მაგალითად პედოფილები. როგორც არ შეიძლება პედოფილი დააბრუნონ საბავშვო ბაღის გამგედ, ასევე არ შეიძლება სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, უგულავა და ა.შ. დააბრუნო ხელისუფლების სათავეში, ამიტომ გამორიცხულია საუბარი რაიმე ტიპის შერიგებაზე.

ვიდრე სააკაშვილი მინიმუმ 6-წლიან სასჯელს არ მოიხდის, მანამდე გამორიცხულია, რომ „ნაცმოძრაობის“ რაიმე პოზიტიურ როლზე ვისაუბროთ ქართულ პოლიტიკაში. ჯერ უნდა აღსრულდეს სამართალი, მერე არის მონანიება“, – განაცხადა კობახიძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *