Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვოლსკი ტიკარაძეზე: მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ილაპარაკა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე. როგორც დეპუტატი ამბობს, ეკაატერინე ტიკარაძე არსად წასულა და ის „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრია. 


„მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ასე.


რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის. არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც თვითონ... საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.


მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც ალბათ უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, ალბათ ეკა მოინდომებს თვითონ ილაპარაკოს, ან თვითონ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას", - თქვა გიორგი ვოლსკიმ. 


9 დეკემბერს „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში.




როგორც მინისტრმა თქვა, სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პრემიერთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიარა და პარტიის მმართველობაში დარჩება. როგორც ის აცხადებს, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.


ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *