Мы в Telegram
Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ახალი ალიანსის კონტურები და საქართველოს როლი მასში - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 თებერვალს

რისკები და შესაძლებლობები - რა ითქვა საქართველოზე და ახალ ალიანსზე ლონდონში?

ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსი განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებისას. რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არ შემდგარა საუბარი სამთავრობო დონეზე, რომელიც გასულ კვირაში გადაიდო.

ალიანსი ჯერ არ შექმნილა, თუმცა სამი ქვეყნის პირველი პირები დიდი მონდომებას ამჟღავნებენ, რომ ეს კავშირი შედგეს. თავის მხრივ უკრაინაც ამ გეგმას უსაფრთხოებასთან აკავშირებს, რაც მისთვის ახლა ესოდენ მნიშვნელოვანია.

საპარლამენტო დელეგაცია ლონდონში პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით იმყოფებოდა. წინასწარ დაანონსდა, რომ შეხვედრებზე ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის ალიანსზე იქნებოდა საუბარი, თუმცა ოფიციალურ განცხადებებსა თუ კომენტარებში, ლონდონიდან, უმრავლესობის წარმომადგენლები არაფერს ამბობენ ამ საკითხის თაობაზე.

საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრმა „რეფორმების ჯგუფიდან“, თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ახალი ალიანსის შესახებ საუბარი იყო ლონდონში გამართულ ყველა შეხვედრაზე.

„გვაინტერესებდა, როგორია შესაძლებლობები ამ ალიანსში საქართველოს უსაფრთხოების კუთხით ჩართულობისა და გააქტიურებისა. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ალიანსი ფორმირების პროცესშია და ის არის სრულ ბმაში არა მხოლოდ პრემიერ [ბორის] ჯონსონის, არამედ მთელი ბრიტანეთის მთავრობის ხედვასთან. კონკრეტული დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშაოს, რათა ეს შესაძლებლობები, რომლებიც ახლა, ამ ეტაპზე იქმნება, სათანადოდ იყოს გამოყენებული“, - თქვა აქუბარდიამ, რომელსაც რადიო თავისუფლება ლონდონში დაუკავშირდა.

მთავრობის დონეზე კი სიახლე არაფერია. ჯერჯერობით არ შემდგარა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის კომუნიკაცია ბრიტანეთის საგარეო უწყებასთან. დისტანციური საუბარი გასულ კვირაში იგეგმებოდა, მაგრამ ის, ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრ ზალკალიანის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო.

რა ითქვა საქართველოზე და ახალ ალიანსზე ლონდონში? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

დავიღალეთ, მაგრამ კარვებს არ დავშლით - ინტერვიუ ვარლამ გოლეთიანთან

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები ისევ კარვებში აგრძელებენ პროტესტს. დღეის მდგომარეობით მათი ორი მოთხოვნა შესრულებულია: კომპანია „ენკამ“ ხელისუფლებასთან კონტრაქტი გაწყვიტა და თანამდებობა დატოვა ნათია თურნავამ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა რადიო თავისუფლებასთან ამ ეტაპზე, მათი პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე საუბრობს:

”ჩვენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხელისუფლების არასწორ გადაწყვეტილებებს ვაპროტესტებდით. ახლაც ასე ვფიქრობთ, რომ თუ ეს პროცესი საფუძველშივე, კანონის დონეზე არ გასწორდა, ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ერთი ინვესტორი წავა თუ სხვა მოვა იგივე პირობებით”.

ამრიგად, პროტესტის 468-ე დღესაც უცვლელია მათი მოთხოვნები:

გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.

გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

ასევე გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჩვენ ამ ბრძოლას თავს ვერ დავანებებთ. მერე კი უკვე, რასაც პროცესი მოგვთხოვს, ისე მოვიქცევით და მოგვიწევს ეს მოძრაობაც ამის მიხედვით გარდაიქმნას, ჩვენც გავაფართოებთ ბრძოლის არეალს, თუ ეს საჭირო გახდება”, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. მასთან სრული ინტერვიუ წაიკითხე ეკა ქევანიშვილისა და თათა კაჭკაჭიშვილის სტატიაში.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში დღეს, 11 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ.

თამარ ალფაიძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურები საკანონმდებლო ორგანოს პრემიერ-მინისტრმა 9 თებერვალს წარუდგინა. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა პლენარულ სესიაზე უნდა მიიღოს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს სრული უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება ექვსი წლით თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატების შერჩევის პროცესს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აკრიტიკებს. ორგანიზაციის თქმით კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციისა და დამოუკიდებლობის სტანდარტებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც პარლამენტმა გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც ამ მოვალეობებს ითავსებდა. ლონდა თოლორაიას უწყება პირველი მარტიდან წყვეტს საქმიანობას.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

 

 

კობახიძე: გვჭირდება მტკიცებულებები, რომ სასამართლოში სისტემური პრობლემებია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი ოპონენტები, რომლებიც სასამართლოში სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ, კონკრეტულ მაგალითებს ვერ ამბობენ. მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ სასამართლოს მიმართ უნდობლობა "წინა რეჟიმის" შემქმნელებსა და მათთან აფილირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ.

"რა თქმა უნდა, ხარვეზები იქნება სასამართლოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის ხარვეზები და ამიტომ ვმუშაობთ ჩვენ რეფორმაზე. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულება იმისა, რომ არის სისტემური პრობლემები სასამართლოში, რაც არავის წარმოუდგენია დღემდე. არის ზეპირი საუბარი, "კლანი", "რაღაც ხდება" - საბჭოური მეთოდებით კლიშეების მიკერება, ეს არის სუფთა საბჭოური, ბოლშევიკური მეთოდები, რაც "ნაცმოძრაობისთვის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციებისთვის არის დამახასიათებელი, ამის იქით არის სიცარიელე, არავითარი ფაქტები და მტკიცებულებები", - თქვა კობახიძემ.

წაიკითხე მეტი.

 

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ გვარამიამ "მთავარ არხზე" თავის საავტორო გადაცემაში ისაუბრა.

"ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში", - გვარამიამ თქვა, რომ ეს სიტყვები წერია მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში.

სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში გამოძიება წამებისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საქმეებზე მიმდინარეობს.

წაიკითხე მეტი.

 

„მაწონი“ და „მაწუნი“ ჯერ (ვერ) დაძმობილდნენ

მოახერხებს თუ არა სომხური „მაწუნი“ ქართული „მაწონის“ მსგავსად სახელწოდების დარეგისტრირებას და პროდუქციის სწორედ ამ სახელით წარმოებას და გატანას საზღვარგარეთ, ეს, სავარაუდოდ, მალე გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქართული და სომხური მხარეები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იგეგმება სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც.

სომხური „მაწუნი“ ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ორი დღის წინ, მაშინ მოექცა, როდესაც სომხურმა საინფორმაციო სააგენტო „არმენპრესმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ აკრძალა სომხური წარმოების რძის პროდუქტის „მაცუნის“ ტრანზიტი. მათი ცნობით, საქართველომ უარი თქვა პროდუქტის სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტზე.

საქართველომ სახელწოდება „მაწონი“ ზუსტად 10 წლის წინ დააპატენტა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ სხვა ქვეყანა იდენტური ან მიმსგავსებული სახელით პროდუქტის ექსპორტს ვერ შეძლებს იმ ქვეყნების ტერიტორიებზე, სადაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებია (დაპატენტებული სახელებია) დაცული. ასეთი შეთანხმება კი საქართველოს ჯერჯერობით გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, უკრაინასთან, დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან.

ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველომ „მაწუნი“ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვა, რეალურად, ეხებოდა არა ორი დღის წინ მომხდარ ფაქტს, არამედ 2021 წლის ზაფხულში მომხდარ შემთხვევას, როდესაც რძის პროდუქტით, „მაწუნით“ დატვირთული სომხეთიდან მომავალი ტრაილერი, რომელსაც პროდუქტი საქართველოს გავლით რუსეთში უნდა გადაეტანა, ქართველმა მებაჟეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პრესმდივნის, გაიანე ანტონიანის თქმით, სომხეთის ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე უფლებამოსილმა ორგანომ, საქართველოს მიერ „მაწონის“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, პროტესტი ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს ჯერ კიდევ 2011 წელს წარუდგინა. სომხეთმა თავისი მიმართვა იმით ახსნა, რომ სახელწოდება „მაწონი“ ძალიან ჰგავდა სომხეთში წარმოებულ რძის პროდუქტს „მაწუნს“, მაგრამ უწყების მიმართვა მაშინ არ იქნა გათვალისწინებული.

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

„ყირამალა დუქანაო, ასე კარგი ნუ ხარაო... ცალი ფეხი სახლში მიმდის, ცალი მრჩება უკანაო“... ამ სიმღერაში რომ დუქანს უმღერიან რაჭველები, ეგ დუქანი მართლა იდგა თურმე ზემო რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ზუდალში.

ნახევრად ჰაერში, ხეებზე გადაკიდებული ხის ძველებური შენობა ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოვლილი მგზავრების შესასვენებელი ადგილი ყოფილა. იმ ტერიტორიაზე სხვა დუქნებიც მდგარა, სადაც შქმერელი გლეხები გასაყიდად ჩამოტანილ კარტოფილს ინახავდნენ... დღეს ეს დუქნები აღარ არსებობს. აღარც სოფელ კვაშხიეთის 1919 წელს აგებული ხის ჩუქურთმებიანი სკოლაა და კიდევ ბევრი ძველი შენობა დაინგრა, დაანგრიეს და გაქრა ისე, რომ ზოგიერთის ფოტოც კი აღარ შემორჩა.

ონიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელ ზუდალში მცხოვრებმა მცირედმხედველმა მხატვარმა, ოთარ გრძელიშვილმა კი ერთ დღეს სწორედ ამ ძველი შენობების გადარჩენა გადაწყვიტა - თავის მეხსიერებას ენდო და ხისგან და სხვა მასალისგან მათი მინიმოდელების კეთება დაიწყო.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Белоусов обсудил с главой Минобороны Белоруссии военное сотрудничество

Аэрофлот запускает воздушный шатл между Москвой и Петербургом: названы новые цены на авиабилеты

Как повысить эффективность системы закупок, решили на пленарном заседании XIX Всероссийского Форума-выставки «ГОСЗАКАЗ»

Объем закупок у бизнеса Подмосковья в 2023 г превысил 500 млрд руб — Зиновьева

Музыкальные новости

Церемония вручения премии "Жара Music Awards" прошла на "ЦСКА-Арене" в Москве

Мультфильм «Пушистый вояж» выйдет в прокат при поддержке Детского радио

Пианист Мацуев: "Спартаку" нужно менять стратегию, чтобы бороться за чемпионство

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»

Новости России

Детский городок в Одинцове оснастили видеонаблюдением

Экс-футболист Гранат: «Спартак» не заслуживал места в финале Кубка России

Школьные музеи Псковской области стали партнёрами Музея Победы

В Москве арестовали треш-блогера Marcus за пранки над пенсионерками

Экология в России и мире

Большинство российских туристов к 2030 году пересядут на этот вид транспорта

Lamoda запустила бренд мужской одежды и обуви Mademan

В День Пушкина театр кукол «Ульгэр» в райцентре Бурятии: Россия, Культура, Дети

Работники сервисного локомотивного депо (СЛД) «Чернышевск» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» заняли призовые места в соревнованиях Роспрофжел «Мы вместе»

Спорт в России и мире

Даниил Медведев одолел 121-ю ракетку мира Меджедовича и вышел в 1/8 финала Рима

Без защиты: как Медведев и Хачанов проиграли свои матчи в Риме

Новак Джокович низко оценил свою готовность к «Ролан Гаррос» и Олимпиаде-2024

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме

Moscow.media

Завершена надвижка моста в Нагатинском затоне

Танцы с ветром....

В День Пушкина театр кукол «Ульгэр» в райцентре Бурятии: Россия, Культура, Дети

Краски севера IV







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *