იერუსალიმში შეტაკება იყო ისრაელის პოლიციასა პალესტინელებს შორის, რომლებსაც მოკლული ჟურნალისტის კუბო მიჰქონდათ
გავრცელებულ კადრებზე ჩანს, კუბო ჟურნალისტის ცხედრით ლამის ძირს დავარდა, როცა პოლიცია შეკრებილების განდევნას ცდილობდა. საავადმყოფო იერუსალიმის ოკუპირებულ, აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფება.
ალ ჯაზირას რეპორტიორი, 51 წლის შირინ აბუ აღლე, 11 მაისს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. პალესტინელების პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ჟურნალისტის მოკვლაში ისრაელი დაადანაშაულა. მისი თქმით, საქმე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა, ბრალდება უარყო.