Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა მომავალი დაკარგა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინისთვის ბრძოლა არა მხოლოდ წააგო, მან თავისუფალ სამყაროსთან კავშირიც დაკარგა.

“ხარკოვმა ოკუპანტებისგან საშინელი დარტყმა განიცადა. რუსეთმა უკვე წააგო არა მხოლოდ ხარკოვისთვის ბრძოლა, არა მხოლოდ კიევისთვის და ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთისთვის ბრძოლა, მან დაკარგა საკუთარი მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი თავისუფალ სამყაროსთან”, – განაცხადა ზელენსკიმ

ამასთან, ზელენსკიმ შეაქო ხარკოვის ხელისუფლება, მაგრამ განაცხადა: “სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე იგივეს ვერ ვიტყვი”.

მისივე თქმით, მან თანამდებობიდან რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლა, რომელიც “სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეებიდან ქალაქის დასაცავად არ მუშაობდა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა”.

ზელენსკის თქმით, “ხარკოვის ოლქის მესამედი კვლავ ოკუპაციის ქვეშაა”. მისი თქმით, ისინი მთელი ტერიტორიის დეოკუპაციას მოახდენენ.

რაც შეეხება ბრძოლებს დონბასში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში საცხოვრებელი სახლების 90% დაზიანდა.

“საოკუპაციო კონტიგენტისთვის სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა და მათ არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანის სიცოცხლის ფასად მოხდება რუსეთის დროშის აღმართვის მცდელობა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *