ოქიტაშვილი: დაიმახსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს, თქვენგან განსხვავებით
კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მაქსიმ გალკინის კონცერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას:
“დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი.
მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ.
პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს!
მიუხედავად ალლა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად.
დაიმახსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს, თქვენგან განსხვავებით.
ასე რომ, გააგრძელეთ თხრა, თქვენთვის ბეტონი ისედაც მომაქვს”, – წერს ოქიტაშვილი.
ცნობისათვის, მომღერალი, შოუმენი მაქსიმ გალკინი, რომელიც რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან წავიდა და პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებს, საქართველოში კონცერტს გამართავს.
biletebi.ge-ს ცნობით, კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში 15 ოქტომბერს გაიმართება და შესული თანხა უკრაინელ დევნილებს მოხმარდება.