რატომ არის B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვანი
მწვანე ბოსტნეული, ნიგოზი, ნუში, წაბლი, ხორცი, იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. ნივთიერებათა ცვლის პროცესზე დამოკიდებულია კანის და თმის სიჯანსაღე. დიდ როლს თამაშობს ნერვული სისტემის მდგრადობაში, ერთმანეთთან აკავშირებს სისხლის უჯრედებს, რაც ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ადამიანის სხეული მის შინაგან ჯანმრთელობას და მდგომარეობას ასახავს. ხშირად იგი გარეგნული მახასიათებლებით გამოხატავს კონკრეტული ნივთიერების ნაკლებობას ან დეფიციტს. მაგალითად, თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ შეიძლება კალციუმი გჭირდებოდეთ. B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანს განუვითარდეს ანემია, კუნთების სისუსტე, დაუქვეითდეს მეხსიერება. არსებობს დეპრესიის, უხასიათობის, ზოგადი სისუსტის და დემენციის რისკიც.
ვიტამინი B6, მაგალითად, უმნიშვნელოვანესია გონებრივი განვითარების და მისი სწორი ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა აძლიერებს იმუნურ და ცენტრულ ნერვულ სისტემას. ადამიანები, რომლებიც მიირთმევენ თევზს, კარტოფილს, ბანანს, ლობიოს, ამ ნივთიერებას საკმარისად იღებენ. გარდა ამისა, მისით მდიდარია ყველი, რძე, მზესუმზირის მარცვლები, ინდაურის და ქათმის ხორცი.
თუ თქვენი ორგანიზმი გატყობინებთ, რომ ამ ვიტამინების ნაკლებობას განიცდით, მიმართეთ სპეციალისტს, ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები და მიიღეთ რჩევები. თუმცა, თუ გსურთ ეს პრობლემები თავიდან აირიდოთ, მიირთვით ჯანსაღი საკვები და დააბალანსეთ დღის რაციონი.
წყარო/ფოტო: Everyday Health