World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ეს არის მძიმე მეტალებით მოწამვლის შედეგი“ - დევიდ სმიტის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის თანახმად, რომელიც 2022 წლის 28 ნოემბრით თარიღდება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, მის ორგანიზმში ვერცხლისწყლის და დარიშხანის კვალია აღმოჩენილი. დასკვნაში წერია, რომ ამ ნივთიერებების ეს დოზები ორგანიზმში სამედიცინო მკურნალობის შედეგად ვერ მოხვდებოდა.


‘’ჩემი ტოქსიკოლოგიური ანალიზის  საფუძველზე, ბევრი პათოლოგიური სიმპტომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა, არის მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგი“, - წერს ექსპერტი.


ის წერს, რომ უმრავლესობა ამ მძიმე მეტალების შემცველი მედიკამენტებისა  არ ყოფილა დანიშნული სამედიცინო თვალსაზრისით და ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებას.


პროფესორის აზრით, ეს ტოქსიკური ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, სავარაუდოდ,  მისი პატიმრობის შემდეგ მოხვდა.


„მას, მკაფიო ჩვენებების გარეშე,დანიშნული ჰქონდა სხვადასხვა სახის მედიკამენტები, მათ შორის ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტი, როგორიცაა ფენიბუტი. ჩემი ექსპერტული აზრით, ასეთი მედიკამენტების ერთდროული მიღება, დამტკიცებული ჩვენების გარეშე, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიიდან ჩანს, აჩენს გვერდითი მოვლენების გაჩენის სერიოზულ საფრთხეს და იწვევს დამოკიდებულებას“.


ამერიკელი ტოქსიკოლოგი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ ფსიქოტროპული მედიკამენტის, ფენიბუტის  მიცემამ, ოპიოიდების ბოროტად გამოყენებასთან ერთად, გამოიწვია მისი ავადობისა და სიკვდილიანობის მზარდი საფრთხე.


მის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიფარმაციამ (14 მედიკამენტი სიაში) გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, ამიტომ ახლა ტვინის სათანადო აღდგენისთვის აუცილებელია ამ წამლებისგან დეტოქსიკაცია.


დევიდ სმიტი წერს, რომ საამისოდ საჭიროა პაციენტის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობისათვის.


1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.


საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.


დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.


კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Художница из Отрадного помогла найти маму заблудившемуся в метро мальчику

Оператор почтового отделения из г. Ленинск-Кузнецкий вошла в топ-3 лучших в стране

Страховые компании уже выплатили пострадавшим в «Крокусе» 45 миллионов рублей

Сумма налогового долга заочно осужденного Верзилова составила почти 2 млн рублей

Музыкальные новости

Bloomberg: в США запретят программное обеспечение РФ и КНР в авто с интернетом

Суд на 15 суток арестовал 13 фигурантов дела о перестрелке у офиса Wildberries

Росгвардия обеспечила безопасность футбольного матча в Дагестане

Центр восточной медицины в Петербурге

Новости России

Стали известны самые дорогие путешествия россиян в сентябре

Bloomberg: США обеспокоены взаимодействием России с Китаем и Ираном

Утреннее чтиво: в Африке выпал снег, осудили помощницу Шнурова, смертельная курица

В Зарайске состоится концерт «Надежда в кругу друзей» 29 сентября

Экология в России и мире

Подешевело в 2 раза: назван сезон, когда туры в Египет фантастически упали в цене - ещё можно успеть

Реклама на радио точно достигает своей аудитории

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.

Sportmax, коллекция весна-лето 2025

Спорт в России и мире

«Совесть не позволила»: Надежда Гуськова в юности попадала в клубы оригинальным способом

Карен Хачанов проиграл 124-й ракетке мира во втором круге турнира в Ханчжоу

«Немного не повезло». Рууд — о матче на Кубке Лэйвера с Серундоло

Ига Швёнтек снялась с турнира категории WTA-1000 в Пекине

Moscow.media

Axenix будет автоматизировать управление производством с помощью решения Exeplant

ВИДЕО: в Красноярском крае умер третий ребёнок, который на ужин ел пельмени и курицу

Две структуры мэрии Екатеринбурга оказались в списке злостных неплательщиков за тепло

Один человек погиб, четверо пострадали в ДТП на дороге Елизово - Паратунка на Камчатке







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *