უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მინსკს ეწვია
ოფიციალური განცხადებების თანახმად, სიიარტოს ვიზიტი მიზნად ისახავდა საკომუნიკაციო არხების გახსნილად დატოვებას. სიიარტომ შეხვედრა გამართა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სიარჰეი ალეინიკთან.
რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური ესაუბრა რამდენიმე ანალიტიკოსს, რომელთა აზრითაც ეს ვიზიტი მხარდაჭერის დემონსტრაციიაა ბელარუსის ხელისუფლებისთვის, და, ირიბად, რუსეთის ხელისუფლებისთვისაც.
საერთაშორისო ურთიერთობების ფინეთის ინსტიტუტის მკვლევარი, რიჰორ ნიჟნიკოვი ამბობს, რომ სიიარტო ამ ვიზიტისას არ წარმოადგენს ევროკავშირს. "ეს ვიზიტი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის პოლიტიკასთან, როგორც ბელარუსთან მიმართებით, ისე რუსეთთან და რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით" - უთხრა ნიჟნიკოვმა რადიო თავისუფლებას.