Мы в Telegram
Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საზმაუს სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა დირექტორისგან მოითხოვა გვიმრაძეზე მოხსენებითი ბარათის მომზადება

საზმაუს სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა დირექტორისგან მოითხოვა გვიმრაძეზე მოხსენებითი ბარათის მომზადება

„პირველი არხი" განცხადებით, ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების - ლიკა ბასილაია-შავგულიძის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის ერთობლივ განცხადებას. მათ არხის დირექტორისგან, თინათინ ბერძენიშვილისგან მოითხოვეს წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი „პირველი არხის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის შესახებ. „ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს..." - თქვა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ სამეურვეო საბჭოს კიდევ ორი წევრის სახელით.

„პირველი არხის" საპასუხო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ევროპული ინსტიტუცია და მისი მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული.

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ღირებულებები არის კანონით განსაზღვრული და საჯარო. იგი ევროპული ინსტიტუციაა და მისი ვალდებულებაა, იყოს ქვაკუთხედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ხელი შეუწყოს ადამიანების მოსაზრების დაახლოებას, გააძლიეროს ქართული საზოგადოება და კულტურა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „პირველი არხი" აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს სამი წევრის მოწოდებას, თანამშრომლებზე ზეწოლად აღიქვამს.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ემსახურებოდეს მრავალფეროვანი მოსაზრებების ტრანსლირებას და პლურალიზმს. ამასთან, ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებისთვის და რადიკალური დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. ამ თვალსაზრისით შემაშფოთებელია სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელიც მან სამეურვეო საბჭოს სხვა ორი წევრის, ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელითაც გააკეთა – მოითხოვა არხის წამყვანის და ჟურნალისტის მრწამსის დადგენა და, შესაბამისად, მის მიმართ საკადრო გადაწყვეტილების მიღება.

ამ მოწოდებას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, ჩვენს თანამშრომელზე ზეწოლად და, ასევე, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად. ადამიანის მრწამსის შესწავლის მოთხოვნა თავისთავად სახიფათო პრეცედენტია იმ საზოგადოებაში, სადაც პოლარიზაციის დაძლევის ამოცანა ისედაც მტკივნეულად დგას. ასევე, საშიშ ტენდენციას წარმოადგენს ადამიანების ორიენტაციისა და მრწამსის კვლევა და ამ ნიშნით სეგრეგაცია", - ვკითხულობთ „პირველი არხის" განცხადებაში.

16 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ თქვა, რომ განცხადებას აკეთებს თავისი, ასევე ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის სახელით.

„მე მსურს, მე, ლაშა ტუღუშსა და ზაზა აბაშიძეს გვაინტერესებს, თინათინ ბერძენიშვილმა, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინოს თავისი შეხედულება, დამოკიდებულება, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ მოხსენებითი ბარათი. ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს, შემიძლია, ციტირებაც მოვიტანო, თუ საჭირო იქნება წერილობითაც. ამას ბევრი ადამიანი ეხმიანება და ბევრი შეკითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს, - თქვა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ კიდევ ორი კოლეგის სახელით და დაამატა, - 85 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ვართ ევროინტეგრაციის კურსის მომხრე და ამიტომ მაინტერესებს. მინდა, ქალბატონმა თინათინმა მოამზადოს მოხსენებითი ბარათი, მოიკვლიოს ეს საკითხი, გაარკვიოს, რა არის ამ ადამიანის საგარეო ორიენტირი, რა არის მისი მრწამსი, რა არის მისი მისწრაფება. აქედან გამომდინარე, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს გზას, ჩვენს მისწრაფებებს, ჩვენს საგარეო კურსს, ეს არ მოდის თანხვედრაში მაუწყებლის პრიორიტეტებთან, რომელიც მაუწყებელმა მოიკვლია, დაადგინა, დაამტკიცა და გვაქვს გაწერილი. აქედან გამომდინარე, ვისურვებ, უახლოეს მომავალში იყოს მომზადებული და ჩვენთან მოხსენება გაკეთებული“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Российско-бисайские переговоры

Bild: собака Лукашенко является «отвлекающим маневром» на параде Победы в Москве

СМИ: Самолет Котлас — Москва совершил экстренную посадку в кировском аэропорту

На Военный Парад в Москву были приглашены бойцы, добровольцы и солдаты из Владимирской области

Музыкальные новости

Подведены итоги Кубка главы Хакасии по ММА

Театр и дети, Культура и Россия: интервью артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о комфортных автопутешествиях

Никол Пашинян наговорил перед разговором // Премьер-министр Армении и президент России обсудят двусторонние разногласия

Новости России

СМИ: Самолет Котлас — Москва совершил экстренную посадку в кировском аэропорту

В Москве задержали оскорблявшего пенсионерок на видео блогера

Салют в честь Дня Победы в Петербурге. Видео

Итоги конкурса «Педагог-психолог года-2024» подвели в Подмосковье

Экология в России и мире

Яркое лето с Angsana Velavaru

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Как сохранить здоровье легких?

Рады познакомить вас с артистами цирка Бурятии: Саян Дондоков - Театр и дети, Культура и Россия

Спорт в России и мире

Лучший теннисист Казахстана сдал позиции в чемпионской гонке ATP

Саснович вышла в основную сетку турнира WTA-1000 в Риме

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме

Энди Роддик: «У меня было несколько типов рака кожи с тех пор, как я завершил карьеру»

Moscow.media

Шествие "Бессмертный полк "- подлинное народное единение

Военные следователи навели порядок на Братской могиле воинов 35-й береговой батареи в Севастополе

Что лечит невролог и с какими симптомами к нему обращаться?

Сотрудники столичного ОМОН «Авангард» почтили память боевых товарищей







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *