მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა, პარლამენტი დაითხოვა
ჩერნოგორიის პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა პარლამენტი დაითხოვა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა 90 დღის განმავლობაში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ.
15 მარტს ამოიწურა ბოლო ვადა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიოდრაგ ლეკიჩმა, ვერ მოაგროვა დეპუტატთა საკმარისი ხმები. მას მხარი არ დაუჭირა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დრიტან აბაზოვიჩის პარტია „ურამ“. თავად დრიტან აბაზოვიჩს ექვსი თვის წინ, 2020 წლის 29 აგვისტოს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
მონტენეგროს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის დათხოვნის შემდეგ არჩევნები შეიძლება ჩატარდეს არა უადრეს 60 დღისა და არა უგვიანეს 100 დღისა.
ხვალ მილო ჯუკანოვიჩმა ვადამდელი არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს.
პარლამენტის დაშლა ხდება მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, რომელიც დაგეგმილია კვირას, 19 მარტს, რომელშიც ჯუკანოვიჩი ერთ-ერთი კანდიდატია.
ყოფილი კომუნისტრი, ჯუკანოვიჩი 1991 წელს ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა 29 წლის ასაკში.
61 წლის ჯუკანოვიჩმა 2018 წლის მარტის არჩევნებში ხმის უფლების მქონეთა 54 პროცენტი მიიმხრო, თავიდან აიცილა მეორე ტური და ქვეყნის პოლიტიკაში თითქმის 30 წლიანი დომინირება გაიხანგრძლივა