Мы в Telegram
Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თეა აბაშმაძე: მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ჩემი წარსული ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, როცა ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, პატარა სილამაზის სალონი გავაკეთე წვალებით და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. ერთხელაც, მენეჯერი მეუბნება ვიღაც კაცი გკითხულობსო. გამოვედი და ვხედავ დათო ტურაშვილი დგას სალონის ფოიეში. დათოს კი ვიცნობდი, მაგრამ არ იყო ჩემი ახლო მეგობარი და გამიკვირდა მისი დანახვა, თუმცა სიხარულით შევხვდი და ჩამოვჯექით სალაპარაკოდ. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვსაუბრობთ, ძალიან გულღია ადამიანია, ვინც იცნობთ გეცოდინებათ. ხოდა, თან ვატყობ, რომ ნერვიულობს, აშკარად რაღაც საქმეზეა მოსული და უჭირს თქმა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: – ვხვდები, რომ რაღაცის სათქმელად მოხვედი და მითხარი, არ მოგერიდოს-თქო. ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის, გეხვეწები სწორად გამიგე რასაც გეტყვიო. შენზე ხშირად ვფიქრობო, წარმოვიდგენ მე რომ დამიჭირონ ჩემს ცოლს რა ეშველებაო, რამხელა ტვირთის ტარება მოუწევსო, ხოდა გულმა ვეღარ მომითმინა, გუშინ ჰონორარი ავიღე ჩემს წიგნში და მინდა რომ გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო.
ეხლაც თვალწინ მიდგას, თავდახრილი როგორ მეუბნეოდა ამას, ხელში კონვერტით. ძალიან გავოცდი, თან ცრემლები მომადგა გული ისე ამიჩუყდა, გადავეხვიე და ვუთხარი – მადლობა დათო, მართლა არ მჭირდება, მაქვს საკმარისი შემოსავალი-თქო. მენეჯერს აღრიცხვის ჟურნალიც კი მოვატანინე, რომ მეჩვენებინა ჩემი ყოველდღიური შემოსავალი, ბევრი არა, მაგრამ რაც იყო, ხომ იყო და მინდოდა დაენახა, რომ ასე თუ ისე ვირჩენდით თავს. – ვერ გამოგართმევ დათო, შენც ოჯახი და წვრილშვილი გყავს, მაგრამ ჩემთვის იგივეა, რომ გამოგართვი, შენც ასე ჩათვალე რომ მომეცი ეს ფული და მშვიდად იყავი, ხომ ხედავ ფეხზე ვდგავარ და აღარ ინერვიულო ჩვენზე-თქო.
ძალიან უხერხულად იყო, არ იცოდა რა ექნა, თან ახალი გადატანილი ქონდა გულის შეტევა და ვიცოდი მისთვის არ შეიძლებოდა აღელვება. არ ვიცოდი, როგორ მეგრძნობინებინა ჩემი მადლიერება იმ ადამიანობისთვის რაც გამოამჟღავნა, რაღაც სიტყვებს ვეუბნებოდი, მადლობებს, მაგრამ მაინც უხერხულად იყო და მალევე წავიდა.
ეს ამბავი არავინ იცის ჩვენს გარდა, მას მერე ალბათ 15 წელი გავიდა, მაგრამ არ დამვწყებია, ეხლაც ცოცხლად მახსოვს მისი გულწრფელი საქციელი და შეწუხებული სახე, როგორ ნერვიულობდა, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო, რადგან ფულს მთავაზობდა.
დათოს ქალიშვილის პოსტი შემხვდა ეხლა, ნერვიულობს მამის მდგომარეობის გამო, შავ პიარს უგორებენო. თან ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონია თურმე დათოს და გულმა არ მომითმინა, ეს ამბავი არ მეთქვა საჯაროდ. მას მერე აღარ შემხვედრია დათო, არც მისაუბრია, მაგრამ სულ ვფიქრობდი, თუ შემხვდებოდა, კიდევ მომეხადა მისთვის მადლობა მაშინდელისთვის. მინდა იცოდეს, რომ მახსოვს მისი ადამიანობა და არაფერი არ შემაცვლევინებს მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. დათო არის ნამდვილი ადამიანი, გულწრფელი და მართალი. მე არ ვარ მისი ახლო მეგობარი, რომ ვინმემ მიკერძოებაში ჩამითვალოს მისი ქება. ზუსტადაც უცხოსთან მოვიდა დასახმარებლად, თვითონ რა ჰქონდა, მაგრამ მე მიყოფდა… ეხლაც ცრემლები მომადგა ამ ამბის გახსენებისას. მთელი გულით ვუხდი დათოს მადლობას, მაშინდელი მხარდაჭერისთვის. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე მატერიალური დახმარება, გულწრფელი თანაგრძნობა მეტს გეხმარება, ვიდრე ფული, ეს ასეა ნამდვილად. ვუსურვებ დათოს ჯანმრთელად ყოფნას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. მინდა საჯაროდ მივმართო და ვუთხრა: – მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ. ჩემთვის ადამიანობის მაგალითი ხარ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Проселочные дороги отремонтируют в Химках в этом году

Теперь удобрения: в Европе опасаются новой зависимости от России

Дайджест: самые интересные новости недели

«Бюджет Москвы всегда был и будет социально ориентирован»

Музыкальные новости

В Этнографическом музее народов Забайкалья Бурятский театр «Ульгэр» презентовал «Колобок» для юного зрителя - Новости и Культура, Дети и Россия

CЛД «Печора» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» получило сертификацию для технического обслуживания локомотивов серии 2ТЭ25КМ в объёме ТО-2.

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация! 225 лет А.С. Пушкину.

Погружение в современное российское искусство – стартовал 3-ий фестиваль «Территория. Красноярск»

Новости России

Дайджест: самые интересные новости недели

Выездной прием администрации прошел в Новых Химках

Эксперт по тета-хилингу: счастливый человек наиболее продуктивен

Серию обучающих семинаров для трудовых мигрантов запустили в Подмосковье

Экология в России и мире

История без фальсификации: Шемахи в первой половине XVIII века

Работник СЛД «Чита» филиала «Забайкальский» ООО «ЛокоТех-Сервис» принял участие в экологической акции по очистке берега и дна озера Кенон

С чем носить юбку этим летом: примеры стильных образов

CЛД «Печора» филиала «Северный» ООО «ЛокоТех-Сервис» получило сертификацию для технического обслуживания локомотивов серии 2ТЭ25КМ в объёме ТО-2.

Спорт в России и мире

Мирра Андреева впервые вышла в четвертьфинал турнира Большого шлема

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA

Теннисист Медведев снялся с турнира ATP в Нидерландах из-за травмы

Джокович снялся с Открытого чемпионата Франции по теннису

Moscow.media

Создан новый метод предсказания деменции с точностью до 80%

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Керчи

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

Работать там, где удобно: беспроводная гарнитура Fstyler BH230 от A4Tech







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *