Мы в Telegram
Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ 

რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ 

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის შესახებ ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხვდა საქართველოს თავში წერია,  რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება დაუსჯელობა, მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობამ ზომები მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად.

ივლისის ძალადობა - დაუსჯელი ორგანიზატორები 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, მთავრობის წარუმატებლობამ, სანდო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, მოიტანა ის, რომ ამ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულები დაუსჯელი არიან.

20-21 ივნისისა და მუხთარლის საქმეები 

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ იგივე ვითარებაა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.

გვარამიას საქმე -ოპონენტების გაჩუმება

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საერთაშორისო ჯგუფებმა, მათ შორის Amnesty International-მა და ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ), გააკრიტიკეს 16 მაისის გადაწყვეტილება, რა დროსაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გვარამიას საქმე სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. როგორც ანგარიშში წერია, Amnesty International-ის თანახმად, გვარამიას გასამართლებისას „რიგ საქმეებში სასამართლოებზე ხელისუფლების მზარდი გავლენა გამოავლინა, რაც ხელისუფლების კრიტიკოსებისა და ოპონენტების გაჩუმებას ისახავს მიზნად”.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ 2021 წლის დეკემბერში საპარლამენტო კენჭისყრის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური (SIS) მარტში გაუქმდა. მის ნაცვლად შეიქმნა ორი ცალკე უწყება, რომელიც იძიებს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და პერსონალურ მონაცემების საქმეებს.

წინა მანდატისაგან განსხვავებით, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანოს მიმართ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მოხდეს გამოძიება, კანონი ახალ საგამოძიებო უწყებას არ აძლევს უფლებას გამოიძიოს პროკურორების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა და სხეულის დაზიანება.

სააკაშვილის საქმე -  სავარაუდო არაადამიანური მოპყრობა

პარლამენტის ქმედებებამდე რამდენიმე დღით ადრე, SIS იძიებდა ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას 2021 წლის ნოემბერში მისი იძულებით გადაყვანის დროს რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციარულ კლინიკაში.

საგამოძიებო სამსახურმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს მონაცემთა დაცვის კანონი სააკაშვილის შესახებ რამდენიმე საკამათო ვიდეოს გამოქვეყნებით.

ცალკე თავში პიროვნების ხელშეუხებლობის პატივისცემის შესახებ და ქვეთავში, თვითნებური მკვლელობის და სხვა უკანონო ან პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობების შესახებ, წერია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა ჩაიდინეს თვითნებური ან უკანონო მკვლელობები, არ მოიპოვება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური (SIS) იძიებდა, იყო თუ არა უშიშროების ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობები გამართლებული და გენერალური პროკურატურა აგრძელებდა ამ საქმეების გარკვევას. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაფიქსირდა ერთი ცნობა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შესაძლო თვითნებური ან უკანონო სიკვდილის შესახებ.

18 თებერვლის ანგარიშში (ეუთოს) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა გააკრიტიკა პროცესი, რომლითაც ახალი კანონები კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.

ანგარიშში ლაპარაკია შემთხვევაზე, როცა მაისში დაახლოებით 30 კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, საკუთარ სახლში. კანონი პირის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ცრურწმენის საფუძველზე მოქმედებას ყველა დანაშაულის დამამძიმებელ ფაქტორად აქცევს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მთავრობა იშვიათად ახორციელებდა კანონს.

საქართველოს კანონი ზოგადად ითვალისწინებს მომუშავეთა, მათ შორის მთავრობის თანამშრომლების, უფლებას, შექმნან და შეუერთდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ლეგალურად გაიფიცონ და კოლექტიური მოლაპარაკებები გააფორმონ. კანონის თანახმად, თუ პროფკავშირი ან დასაქმებულთა ჯგუფი იწყებს მოლაპარაკებებს კოლექტიური ხელშეკრულების დადებაზე, დამსაქმებლები მოლაპარაკებას აწარმოებენ კეთილსინდისიერად.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს გაერთიანებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების თავისუფლების უფლებებს, დამსაქმებლები ყოველთვის არ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კეთილსინდისიერად. დამსაქმებლების ვალდებულებები, მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებაში, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული კანონით ან პრაქტიკით, იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა პრაქტიკის შესახებ მოიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ ინდივიდუალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ და შრომის უფლებებს, როგორც ამას განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სხვა საერთაშორისო შეთანხმებები.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დახმარების მიმღებ, ასევე გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს შესახებ ანგარიშებს წარუდგენს აშშ-ს კონგრესს 1961 წლის საგარეო დახმარების აქტისა და 1974 წლის ვაჭრობის აქტის შესაბამისად.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Найден материал на господина Шойгу? Ждем следующих генералов "на выход"

Вышита страна моя родная. Где в столице хранится уникальная тканевая карта?

СМИ: Беременная девушка пострадала в аварии на юго-востоке Москвы

Дачников предупредили об опасности шершней и ос

Музыкальные новости

Титов предположил, что у «Динамо» и «Краснодара» еще 10 лет не будет шанса на победу в РПЛ

«Газпром-Медиа Холдинг» при поддержке ПАО «Газпром» организует мультиформатный фестиваль в честь Дня России  

Пикник на Champs-Élysées: корзинка с закусками, мягкий плед и LG MoodUp

Руководители подразделений электромашинного дивизиона Желдорреммаш прошли обучение в рамках развития производственной системы TOS

Новости России

Американец в России: СССР глазами профессора Томаса Хаммонда

ЧЕЧНЯ. В Москве прошла рабочая встреча Магомеда Даудова с Юнус-Беком Евкуровым

Вышита страна моя родная. Где в столице хранится уникальная тканевая карта?

Крупный пожар произошёл на базе переработки металлолома в Подольске

Экология в России и мире

Куда россияне теперь ездят на отдых: составлен реальный список стран и российских регионов, пользующихся спросом

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»

«Школа вожатых» прошла в школе №7 в Реутове

Пегас сделал важное заявление о будущих турах на предстоящий зимний сезон

Спорт в России и мире

Тарпищев о Медведеве и Рублеве: без травм сыграют в Париже лучше, чем в Токио

Касаткина опустилась в рейтинге WTA, Андреева впервые вошла в топ-25

Сафиуллин не смог пробиться во второй круг турнира ATP в Штутгарте

В России заговорили о Елене Рыбакиной после смены теннисисткой гражданства

Moscow.media

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы

Моя кошка Валлетта

Американский инсулин “Хумалог” больше не будут поставлять в РФ

Дело Маши Люлиной всё. Насильника, убившего соцработницу в Богородске, осудили за убийство ребенка







Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *