Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რომან გოცირიძე: „ქართული ოცნების“ ოცნებაა, ოპოზიციას ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ – მეც მეცინება, დაგვინახავენ, ითვლიან – „ისევ მოსულან”?

„ქართული ოცნების“ ოცნებაა ან კორონა დაგვემართოს, ან პარლამენტის კიბეზე დავგორდეთ და თავი გავიტეხოთ, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები.

როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარლამენტში მიმდინარე პროცესებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია გააერთიანა.

მისივე თქმით, უმრავლესობამ თავი შეირცხვინა და „სასაცილოები არიან“.

„რაც ამ კვირას ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ჩავუტარეთ, საშინელი იყო და არასდროს დაავიწყდებათ. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში თავი ჩაიწერეს – არ არსებობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინოს. უმრავლესობას ოპოზიციის ეშინია და პარლამენტში არ მოდის. თუ არ დარეგისტრირდი, არ ხარ ე.ი.

დღეს, საგამოძიებო კომისიის შექმნა „ქართული ოცნებისთვის“ არის კატასტროფა. თავი შეირცხვინეს და სასაცილოები არიან. მეც მეცინება, როგორ გვითვლიან. დაგვინახავენ, ითვლიან, – „ისევ მოსულან? კი მოსულან“. მანდატურები თითით ითვლიან.

ჩვენც გვაქვს ასეთი შიშები: ზოგი კიევიდან ჩამოვიდა, ზოგი სტამბოლში იყო სამკურნალოდ და გადმოფრინდა. სრული მობილიზაცია გვაქვს. ოპოზიცია გაგვაერთიანეს. ის, რაც 10 წელი ვერ გავაკეთეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გაგვაკეთებინა. კინო უნდა გადაიღო იმაზე თუ როგორი დაზაფრულები არიან. ამ კურიოზული ფაქტით ისტორიაში შევლენ, როგორც თვით ბოიკოტის გამომცხადებლები.

“ქართული ოცნების” ოცნება რა არის? როდესაც ოპოზიცია შესვენებაზე გავა, ვინმე კიბეზე დაგორდეს, ან ფეხი მოიტეხოს, ან თავი, ან კორონა დაგვემართოს, ან უკეთეს შემთხვევაში 10-10 მილიონი დოლარი დაგვირიგონ, მაგრამ იმდენად პრინციპულები ვართ, რომ 11 მილიონზე არ მოვიცვლით ფეხს. ცოტა კომიკური სიტუაციაა…“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *