ANSA: ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში შესაძლოა 13 მაისს ჩავიდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში შესაძლოა 13 მაისს ჩავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
ANSA-ს წყაროების თანახმად, გერმანიაში შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ზელენსკი შესაძლოა, მოკლე ვიზიტით იტალიაშიც ჩავიდეს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება.
გამოცემის წყაროები ვატიკანში არ გამორიცხავენ, რომ რომის პაპი ზელენსკის შეხვდება, “მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა, შესაბამისად, ამ შეხვედრის დროისა და ადგილის ოფიციალური დასტური არ არსებობს.”