თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს
თეთრი სახლის წარმომადგენელმა შეკითხვაზე უკრაინის ორი უპილოტო თვითმფრინავის შესახებ, თქვა, რომ "ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა პრესკონფერენციაზე.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, 24 ივლისს „დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე“. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა და არც „სერიოზული ნგრევაა“.
რუსეთმა განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ საპასუხო ზომებს უკრაინის წინააღმდეგ ორი დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. ერთ-ერთმა დრონმა დარტყმა მიაყენა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინის არეალს, რასაც მოსკოვმა უწოდა თავხედური ტერორისტული აქტი.