7 აგვისტო გლოვის დღეა - ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - კვლავ გრძელდება სამძებრო ოპერაცია დაკარგული 17 ადამიანის მოსაძებნად.