Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ანკა გუჯაბიძის ფილმი, "თემო რე" როტერდამის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი პროგრამის გამარჯვებულია

რეჟისორ ანკა გუჯაბიძის ფილმი "თემო რე" ჰოლანდიაში, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი პროგრამის გამარჯვებული გახდა და, ამასთან, დაჯილდოვდა ჰოლანდიელი კინოკრიტიკოსების საგანგებო პრემიით.


"თემო რე" არის მსახიობის და მწერლის, თემო რეხვიაშვილის სადებიუტო რომანის, "კურიერის ამბების" ეკრანიზაცია, რომელიც ეფუძნება შავ-თეთრი ფოტო მონტაჟის ფორმატს და აერთიანებს როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური კინოს ელემენტებს. ამ, ტრაგიკომიკური სიუჟეტის ფილმში მთავარ როლს თავად თემო რეხვიაშვილი ასრულებს - მისი პერსონაჟი, თემო, პროფესიით მსახიობია, თუმცა ხელმოკლეობის გამო კურიერადაც უწევს მუშაობა. თემო ერთი დღის განმავლობაში თბილისში მოპედით გადაადგილდება, და საღამოს გარეუბნის ერთ-ერთ თეატრში უფლისწულის როლს თამაშობს ისტორიული შინაარსის სპექტაკლში. დღის განმავლობაში განცდილი და ნანახი სიღარიბის, უსამართლობის, კორუფციისა და გაუცხოების სურათები ღამით თემოს დამზაფვრელ ხილვაში გადაიზრდება.


3 თებერვალს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმის ავტორებმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზეც ილაპარაკეს. "საქართველოში ვითარება კატასტროფულია. რუსეთს იმპერიალისტური მისწრაფებებით სურს საქართველოს კონტროლი, ქვეყანაში საპროტესტო ტალღაა. ჩემი და თემოს მსგავსი ადამიანები ახლა ციხეში არიან და მათ წლების განმავლობაში ემუქრებათ პატიმრობა. ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს" - თქვა ანკა გუჯაბიძემ.


 




"თემო რე" გადაღებულია საპროდიუსერო მხარდაჭერის და ოფიციალური დაფინანსების გარეშე. ფილმზე მუშაობის ბოლო ეტაპზე ავტორებმა საზოგადოებას მიმართეს დახმარების თხოვნით - საბოლოო მონტაჟის და ხმის კორექციისთვის თანხა სოციალური მედიით შეგროვდა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *