Добавить новость
World News
Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელმა, აშშ-ის შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გასვლის შესახებ განაცხადა

შეერთებული შტატების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან (UNHRC) გასვლის შესახებ ისრაელმაც გამოაცხადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა დაწერა. მისი თქმით, ისრაელი მიესალმება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში.



"გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ტრადიციულად იცავს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს, საშუალებას აძლევს მათ დაემალონ კონტროლს, და ამის ნაცვლად, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთ დემოკრატიის დემონიზებას ახდენს. ეს ორგანო ორიენტირებულია დემოკრატიულ ქვეყანაზე თავდასხმასა და ანტისემიტიზმის პროპაგანდაზეა ორიენტირებული, ნაცვლად ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა", - აცხადებს გიდეონ საარი.


მისი თქმით, ისრაელის წინააღმდეგ მიღებულია 100-ზე მეტი დამგმობი რეზოლუცია, რაც საბჭოში ოდესმე მიღებული ყველა რეზოლუციის 20%-ზე მეტია, "უფრო მეტი, ვიდრე ირანის, კუბის, ჩრდილოეთ კორეისა და ვენესუელის წინააღმდეგ. ისრაელი აღარ შეეგუება ამ დისკრიმინაციას!"- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 თებერვალს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას გაეროს სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოდან თავისი ქვეყნის გამოსვლის შესახებ.



განკარგულების თანახმად, ვაშინგტონი გამოდის გაეროს ამ საბჭოდან, ასევე პალესტინელთათვის დახმარების მთავარი სააგენტოდან და უნდა გადახედოს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში - იუნესკოში - თავის მონაწილეობას.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






Топ новостей на этот час

Rss.plus





СМИ24.net — правдивые новости, непрерывно 24/7 на русском языке с ежеминутным обновлением *